ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T10898 - ტენდერი გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი/მონტაჟით სამუშაოებზე (ჭ. ამირეჯიბის ქუჩა)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ალმა" აცხადებს ტენდერს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ავტომაგისტრალზე, მერაბ კოსტვას #64 -ში (ნაკვეთი 09/44 და პარკი მზიურის ნაკვეთი 05/156 საკადასტრო კოდი 01.14.14.009.044 და 01.14.14.005.156 ) გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციულის ნაწილის მშენებლობაზე, რომელიც მოიცავს არსებული ხიდის დემონტაჟს და ახლის მონტაჟს.

წინადადების წარდგენის წესი:

  • თანდართული დოკუმენტაციის გათვალისწინებით გთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება, ფასი და შესრულების ვადა (სამუშოების შესრულების გეგმა-გრაფიკი).
  • გამოყენებული მასალის, მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
  • შემსრულებელი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვის მომზადებისას ზედმიწევნით იხელმძღვანელოს კონსტრუქციული პროექტით. პასუხისმგებელი უნდა იყოს ხიდის გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.

ტენდერის მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • მოსაწოდებელი პროდუქტის და მისი მონტაჟის ღირებულება წარმოდგენილ უნდა იქნას ექსელის ფაილში;
  • გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, დადასტურებული სერთიფიკატებით.
  • მოწოდების და მონტაჟის სამუშაოების გეგმა/გრაფიკი.
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების (ანალოგიური მოცულობის შენობის დასრულების სამუშაოები და/ან სამშენებლო სამუშაოები) შესახებ (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი).;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • დამადასტურებელი ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული და თეორიული საქმიანობის შესახებ;
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

წინადადების წარდგენამდე, მიმწოდებელს აქვს უფლება დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით;
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 2 თვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრება: 6 თვე

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 5 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირები:
ლევან კალმახელიძე
მობ: +995 577121033

საკონტაქტო პირი: კოტე ურუშაძე
მობ:  +995 595207140

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ოქტომბერი 2021 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა