ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10962 - სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადებისთვის (მთელი საქართველოს მასშტაბით) გარე საახალწლო განათების მიწოდება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფილიალების ფასადებისთვის (მთელი საქართველოს მასშტაბით) გარე საახალწლო განათების მიწოდება/მონტაჟზე ფასების ცხრილის (დანართი N1) და სპეციფიკაციების (დანართი N2) შესაბამისად.

ნიმუშები იხ. დანართი N 3-ში;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

  • გარე საახალწლო განათების მიწოდება/მონტაჟი უნდა განხორციელდეს დანართი #2-ში მითითებულ სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებსა და სერვის ცენტრებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადოანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

დამატებითი პირობა!

  • პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადება წარმოადგინოს გარე საახალწლო განათების მიწოდება/მონტაჟი/ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის  29 ოქტომბერი, 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;

აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

6.3.სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200;

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა

  • მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“.

ტენდერის კატეგორია:

  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები