ჩაბარების ვადა:
8 ნოემბერი 2021, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T10974 - ტენდერი თბილისი მოლის მაღალი ძაბვის სადგურების ტექნიკურ მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს მაღალი ძაბვის სადგურების ტექნიკურ მომსახურებაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
- სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213.
- მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან). შენობის -3 და -4 სართულებზე განლაგებულია 5 სატრანსფორმატორო სადგური, რომლებიც შედგება 10 მშრალი ტრანსფორმატორის და 5 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობებისგან, რომლებიც შედგება 10 ამორთველის და 10 გამთიშველისაგან.
ტექნიკური დასკვნა:
- ზემო აღნიშნულ მოწყობილობებზე საჭიროა მოხდეს ტექნიკური მომსახურება.
ტექნიკური მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსფორმატორების უქმი სვლის დანაკარგის გაზომვა.
- ტრანსფორმატორის საიზოლაციო მახასითებლების გაზომვა.
- ტრანსფორმატორის გრაგნილის წინაღობის გაზომვა მუდმივი დენით.
- ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გაზომვა.
- ტრანსფორმატორის პოლარობის გაზომვა.
მაღალი ძაბვის გამთიშველის და ამომრთველის:
- საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
- გარდამავალი წინაღობის გაზომვა.
- ამორთვის მახასიათებლის ტესტირება
- მაღალი ძაბვით გამოცდა.(40კვ-ი)
ტრანსფორმატორების მკვებევი 10კვ-ნი კაბელების:
- მაღალი ძაბვით გამოცდა.
- საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
10 კვ-ნი სექციის:
- საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
- მაღალი ძაბვით გამოცდა.(40კვ-ი)
სტანდარტული სამუშაოები:
- კონტაქტების გასინჯვა;
- მოწყობილობების დასუფთავება.
უსაფრთხოების ნორმები:
- ყველა სამუშაო, რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს.
- სამუშაოს შემსრულებელს უნდა ჰქონდეს საკვალიფიკაციო მოწმობა, ამაღლებული ძაბვით ელ. დანადგარების გამოცდის ნებართვა.
- სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
- სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ.
განფასება:
- წარმოდგენილ განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 8 ნოემბერი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები