ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11028 - ფასთა გამოკითხვა შენობა-ნაგებობის საპროექტო ნახაზის შექმნაზე

  • გამომცხადებელი: "დელტა ინტერნეიშენალ"
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 ნოემბერი 2021 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

"დელტა ინტერნეიშენალ" აცხადებს ფასთა გამოკითხვას შენობა-ნაგებობის საპროექტო ნახაზის შექმნაზე.

შენობა #1 (რკინა-ბეტონის კონსტრუქცია):

  • ოთახი N1:
    - 50 მ2. ფანჯრების გარეშე, სტანდარტული განათება, დენის წყარო 220 ვოლტზე, გათბობის და კონდიცირების სისტემა, სათვალთვალო კამერების მონიტორები, კარები ჩაკეტვის ფუნქციით, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი, პანდუსი აკეცვის ფუნქციით სატვირთოს მიღების დროს
  • ოთახი N2:
    - 40 მ2 ფანჯრების გარეშე, სტანდარტული გათბობის და კონდიცირების სისტემით, კარების ჩაკეტვის სისტემა, განათება, დენის წყარო 220 ვოლტზე, სათვალთვალო კამერა, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი.
  • ოთახი N3:- 
    100 მ2, ფანჯრებით, სტანდართული გათბობის და კონდიცირების სისტემით, კარები ჩაკეტვის ფუნქციით, განათება, დენის წყარო 220 ვოლტზე, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი.
  • ოთახი N4: 
    - 20 მ2, ფანჯრებით, სტანდარტული გათბობის და კონდიცირების სისტემით, კარები ჩაკეტვის ფუნქციით, განათება, დენის წყარო 220 ვოლტზე, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი.
  • ოთახი N5:
    - 80 მ2 ფანჯრებით, სტანდარტული გათბობის და კონდიცირების სისტემით, კარები ჩაკეტვის ფუნქციით, განათება, დენის წყარო 220 ვოლტზე, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი.
  • ოთახი N6: 
    - 100 მ2 ფანჯრების გარეშე სტანდარტული განათება, დენის წყარო 220 ვოლტზე, გათბობის და კონდიცირების სისტემა, სათვალთვალო კამერების მონიტორები, კარები ჩაკეტვის ფუნქციით, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი, პანდუსი აკეცვის ფუნქციით სატვირთოს მიღების დროს.
    - მთლიანი რეკომენდირებული სივრცე 390 მ2

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: bjologua@deltainternational.ge არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრისა 18:00 სთ.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნიმერზე: 595121206

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გასაგებია. არქიტექტურული პროექტირება ყველა მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის დაცვით ხომ? (მათ შორის უსაფრთხოების წესები, მისაწვდომობა და სხვა მოქმედი).

"დელტა ინტერნეიშენალ"
"დელტა ინტერნეიშენალ"

დიახ ყველა მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის დაცვით , მათ შორის უსაფრთხოების წესები ,მისაწვდომობა და სხვა მოქმედი

მიმწოდებელი 1

გამარჯობა. რა იგულისხმება „შენობა-ნაგებობის საპროექტო ნახაზებში“: არსებულია ეს 3 შენობა და უნდა შედგეს ანაზომი ნახაზები ე.წ. ანაზომი პროექტი თუ უნდა დაპროექტდეს ეს შენობები? ასევე, თუ უნდა დაპროექტდეს, რა მხოლოდ არქიტექტურული ნახაზები გჭირდებათ თუ სრული სანებართვო დოკუმენტაცია?

"დელტა ინტერნეიშენალ"
"დელტა ინტერნეიშენალ"

გამარჯობა უნდა დაპროექტდეს ეს სამი შენობა და გვჭირდება არქიტექტურული ნახაზები .