ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11049 - ტენდერი პოპულარული ღონისძიებების მინი დოკუმენტური ფილმების დამზადების მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

ა(აიპ)ი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მიმდინარე პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გამოცდილებით ტურიზმის განვითარება კულტურისა და მემკვიდრეობის საფუძველზე” (BSB-1145 PROEXTOUR) ფარგლებში აცხადებს ტენდერს პოპულარული ღონისძიებების მინი დოკუმენტური ფილმების დამზადების მიზნით.

შერჩეულია შემდეგი ღონისძიება/ფესტივალების გადაღება:

  • ბერიკაობა - აღდგომის წინა კვირა (სოფელი დიდი ჩაილური)
  • ლელობურთი - აღდგომა (ლანჩხუთი)
  • ახალი ღვინის ფესტივალი - მაისი (თბილისი ან კახეთი)
  • ჰულიშ - დაახლოებით ივნისში  (პეტრე-პავლობის მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე,  აღდგომიდან 60-ე დღეს) (ზემო სვანეთი)
  • არტ-გენი -ივლისში ( რომელიმე რეგიონი ან თბილისი)
  • შატილობა - აგვისტო (სოფ.შატილი, ხევსურეთი)
  • ფრინველების გადაფრენა - სექტემბერი-ოქტომბერი (აჭარა)
  • განდაგანა - ოქტომბერი  (აჭარა)
  • ფიროსმანობა - 23 ოქტომბერი (სოფ. მირზაანი, დედოფლისწყარო)
  • პურის ფესტივალი -23 ოქტომბერი ( ქ. ახალციხე)

წინამდებარე ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ვიდეო გადაღებას და შესაბამისი 5 (ხუთ) წუთიანი დოკუმენტური ფილმის მომზადებას.

ტენდერის პირობები:

  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაამზადოს 10 მინი დოკუმენტურ ფილმი;
  • თითოეული მინი დოკუმენტურ ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 5 (ხუთი) წუთი;
  • თითოეულ ფილმს უნდა ქონდეს მხატვრული ღირებულება;
  • ვიდეო ფილმის სცენარი (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთსა და დონორ ორგანიზაციებთან;
  • თითოეულ მინი დოკუმენტურ ფილმს  უნდა ახლდეს სუბტიტრები და შესავალი ინგლისურ ენაზე;
  • პროექტში ჩართული უნდა იყოს 5 სტაჟიორი (ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტი), რომელიც შერჩეული იქნება გამარჯვებული კომპანიის მიერ;; 
  • ვიდეოების შემუშავებისას დაცული უნდა იყოს ყველა შესაბამისი GDPR რეგულაცია, საავტორო უფლებები და თანხმობის წესები;
  • ვიდეო ფილმი  უნდა იყოს მაღალი ხარისხის;
  • განხორციელების ბოლო ვადა: 2022 წლის სექტემბერი.

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს; 
  • პროექტის შემსრულებელს (რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი) უნდა ჰქონდეს  როგორც დოკუმენტურ ფილმებზე ასევე ვიდეო რგოლებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტში ჩართულ პირთა გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მათი CV-ები.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ;
  • შესრულებული ნამუშევრების ნიმუშები ან განთავსების ბმულები;
  • ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე. ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს  სტაჟიორის სტიპენდია.
  • ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ექსელი-ს ცხრილში. აუცილებელია ყველა ხარჯის ცალ-ცალკე მითითება. მაგალითად: ფილმის მომზადების და გადაღების ხარჯები; ჰონორარები და სტაჟიორების სტიპენდიები; მგზავრობის ხარჯები (ტრანსპორტირება, სამივლინებო, ღამისთევა) და სხვა ლოგისტიკური თუ ადმინისტრაციული ხარჯები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;

შენიშვნა:

  • დოკუმენტური ვიდეოების დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;
  • GACC იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • პროდუქტის ხარისხი და ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • პროდუქტის შექმნის ღირებულება; შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც  დააკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს;
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროექტი PRO EXTOUR, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმის მდგრად განვითარებას, ადგილობრივი კულტურისა და მემკვიდრეობის, ინოვაციური გადაწყვეტილებების და შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალის გაძლიერებით. პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და მიმდინარეობს 4 ქვეყანაში : ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, სომხეთი.  

დამატებით ინფორმაციას პროექტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ: https://proextour.eu/

მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR)  2018 წლის 25 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია („General Data Protection Regulation“). რეგულაცია შედგება, ისეთ ახალ პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, მონაცემთა პორტირება, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შეტყობინების ვალდებულება და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებულ, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ევროკავშირში, თუმცა ამუშავებენ ევროკავშირში მყოფი პირების მონაცემებს. ვინაიდან რეგულაციის წესების დარღვევისთვის საკმაოდ მაღალი სანქციებია გათვალისწინებული, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა იცოდნენ, რა ვალდებულებები ეკისრებათ და როგორ უნდა უზრუნველყონ მათი საქმიანობის რეგულაციასთან შესაბამისობა. file:///C:/Users/User/Downloads/GDPR.pdf

სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:

  • სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: natiat@gaccgeorgia.org; giorgi@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2021 წლის 17 ნოემბრისა.  

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org;
ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები