ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2022, 17:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T11073 - ტენდერი გენერატორის სამუხრუჭების სისტემის მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 იანვარი, 17:00 სთ;

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

  • გენერატორის სამუხრუჭების სისტემის მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვა

შენიშვნა: 

  • კონკურსის მიზანია შეირჩეს კვალიფიციური ერთი კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მოწოდებას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით. 
  • აუცილებელია ჟინვალჰესის გენერატორის სამუხრუჭე სისტემის ადგილზე დათვალიერება.
  • აღნიშნულ სამუშაოებზე არ არსებობს სრული დეტალური ნახაზები.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

ტექნიკური დავალება:

  • ჟინვალჰესის ჰიდროგენერატორი, СВ 425/135-14 ტიპის, დამზადებულია ხარკოვის ქარხანა „Электротяжмаш“-ის მიერ, 1983-4 წლებში. ვერტიკალური შესრულების გენერატორი მოძრაობაში მოყავს РО 170-В-180 ტიპის ჰიდროტურბინას. ნომინალური ბრუნთა რიცხვი 428,6 ბრ/წთ. გენერატორის სიმძლავრეა 32,5 მეგავატი; რაოდენობა 4. 

სისტემის რეაბილიტაციისათვის ჩასატარებელი სამუშაოებია:  

  • არსებული მექანიკური დამუხრუჭების დომკრატების მოდერნიზაცია თანამედროვე დამუხრუჭების სისტემით, როტორის ამოუღებლად, ხუნდებისა და მანჟეტების შეცვლა. 
  • სამუხრუჭე დომკრატების რიცხვი - 6 ცალი.
  • მუხრუჭების კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოს სამუხრუჭე ცილინდრების იმედიანი დაშვება წნევის მოხსნის შემდეგ.
  • უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემის კარადა, კარადის არსებული ძაბვაა მუდმივი 220 ვოლტი, სამუხრუჭე სისტემა და როტორის აწევის სისტემა უნდა მოთავსდეს ერთ კარადაში.
  • სამუხრუჭე დომკრატებს უნდა ქონდეს უკონტაქტო ტიპის საბოლოო ამომრთველი სამუხრუჭე ხუნდების მდგომარეობის შესამოწმებლად.
  • აუცილებელია სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის კონტროლის მოწყობილობა.
  • სამუხრუჭე ხუნდების ზედაპირი უნდა იყოს დაფარული სინთეთიკური მასალით, რომელიც არ წარმოქმნის აზბესტის და ნახშირის ნარევის დენგამტარ მტვერს.  ხუნდები უნდა იყოს თბომედეგი და მდგრადი ცვეთისადმი.
  • ჰიდროგენერატორის დამუხრუჭება უნდა მოხდეს ავტომატურად, ნორმალური და ავარიული გაჩერების შემდეგ, როდესაც აგრეგატის ბრუნვის სიხშირე შეადგენს ნომინალური ბრუნვის 25-30 %-ს. დაჭირხნული ჰაერი - 8 ბარი - აიღება საერთო-სასადგურო სამუხრუჭე მილგაყვანილობიდან.
  • რადგან სოლოენოიდური კლაპანი იმართება მუდმივი დენით უნდა გამოირიცხოს სოლოენოიდზე მუდმივი დენის ნებისმიერი ნიშნის არსებობა შუალედური რელეს მუშაობამდე.  სამუხრუჭე კარადაში უნდა იყოს გათვალისწინებული ელექტრო კონტაქტური მანომეტრები.
  • მექანიკური დამუხრუჭების კარადაში უნდა იყოს გათვალისწინებული ელექტრომაგნიტური კლაპნამდე და კლაპნის შემდეგ დისკრეტული წნევის გადამწოდი, ამუშავების ზღვრების სარეგულირებლად.
  • სამუხრუჭე სისტემას უნდა ჰქონდეს ხელით დამუხრუჭების საშუალება.
  • როტორის აწევის მოწყობილობა უნდა იყოს გადასატანი დანადგარი, მაღალი წნევის ზეთის ტუმბოთი, მართვის სისტემით და ზეთშემკრებით. მუხრუჭების კონსტრუქციაში და მილგაყვანილობის სისტემაში უნდა იყოს გათვალისწინებული როტორის აწევის შემდეგ სისტემის ზეთისგან განთავისუფლების საშუალება. მოწყობილობას უნდა ჰქონდეს როტორის აწევის სიმაღლის ავტომატური კონტროლი. სასურველია ორ აგრეგატს ჰქონდეს ერთი როტორის აწევის მოწყობილობა. როტორის აწევის წნევა 200 ბარი. როტორის აწევის სიმაღლე 15-20 მმ. როტორის აწევის მოწყობილობას უნდა ქონდეს ხელით აწევის საშუალება.
  • სამუხრუჭე სისტემა ჩაერთოს აგრეგატის ჰიდროავტომატიკის რელეურ სქემაში და მოხდეს მისი ინსტალირება არსებულ აგრეგატის მართვის კომპიუტერულ სისტემაში, შემდგომში აგრეგატის სრული ავტომატური გაშვების უზრუნველსაყოფად.
  • მაღალი წნევის მილგაყვანილობა 0,5 დიუმა დიამეტრით, სიგრძე 40-50 მ, მუშა წნევა 200 ბარი. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება სადაც დეტალურად იქნება ჩაშლილი გამოყენებული მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი. 

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • ჯინვალჰესი, დაბა ჟინვალი.

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების სრული ანგარიში და შესაბამისი დეტალური ნახაზები.
  • სავალდებულოა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტესტირების ჩატარება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია 20-25% ავანსის გაცემა.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება სადაც დეტალურად იქნება ჩაშლილი გამოყენებული მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში 2016 წლის 1 იანვრიდან ტენდრის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს, ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია).
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • კონტრაქტორმა ხელი უნდა მოგვიწეროს კონტრაქტორის მართვის გეგმაზე

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 5%.
  • შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 იანვარი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დოკუმენტაცია

სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
სამშენებლო სამონტაჟო (გარდა ქსელებისა) მომსახურების ხელშეკრულება სამშენებლო სამონტაჟო (გარდა ქსელებისა) მომსახურების ხელშეკრულება
GWP მომსახურების (მშენებლობა-მონტაჟი-რემონტი, გარდა ქსელებისა) ხელშეკრულება ზოგადი პირობები GWP მომსახურების (მშენებლობა-მონტაჟი-რემონტი, გარდა ქსელებისა) ხელშეკრულება ზოგადი პირობები
Georgian Water and Power Ltd Tender Georgian Water and Power Ltd Tender
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ნახაზები ნახაზები
Drawings of the currently installed brakes 1 Drawings of the currently installed brakes 1
Drawings of the currently installed brakes 2 Drawings of the currently installed brakes 2
Hydraulic diagram of the brake control Hydraulic diagram of the brake control
Moment of inertia of the machine Moment of inertia of the machine
Photographs of the components brakes Photographs of the components brakes
Photographs of the components hidraulic hidraulic Photographs of the components hidraulic hidraulic
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა