ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11153 - მზა პროდუქციის ტრანსპორტირება ზაჰესიდან ნატახტარში

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:  

  • ნომრით  #EF-GE/563
  • დანიშნულება: მზა პროდუქციის ტრანსპორტირება ზაჰესიდან ნატახტარში

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • გადაზიდვა უნდა მხოდეს ტენტიანი ტრაილერით ზაჰესიდან ნატახტარში;
  • სატრანსპორტო საქონელი წარმოადგენს პალეტებზე განთავსებულ მზა პროდუქტს, კერძოდ ლუდს სხვადასხვა შეფუთვით (ბოთლი, ქილა, ალუმინის კასრები);
  • ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
  • წელიწადში საჭიროა დაახლოებით 80-90 მანქანა;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ სრულ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობა გადაზიდვის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე.
  • სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2022 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
  • სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში გვაქვს სასწრაფო გადაზიდვებიც, რომელიც საჭიროა შესრულდეს შეკვეთის დღესვე.

სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება 11.11.2021, 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.11.2021, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ელენე გელაშვილი
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com; elene.gelashvili@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები