ჩაბარების ვადა:

19 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11182 - ტენდერი გენერატორის შესყიდვაზე (250kVA)

  • გამომცხადებელი: სს ევექსის კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 ნოემბერი 2021 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს  გამოცხადებულ ტენდერში: გენერატორის შესყიდვა -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსის კლინიკებთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 19 ნოემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 15 ნოემბერი 2021
  • სატენდერო წინადადებების მიღება 19 ნოემბერი 2021
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 25 ნოემბერი 2021
  • ხელშეკრულების გაფორმება 30 ნოემბერი2021

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 19 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551677467

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

1. მოთხოვნილია გარე AVR. გვინდა დავაზუსტოთ: AVR თუ ATS ? 2. საჭიროა თუ არა ხმაჩამხშობი კორპუსი (ე.წ. კანოპი)? თუ საჭიროა, არის თუ არა მოთხოვნა ხმაურის დონესთან მიმართებაში? 3. საჭიროა თუ არა გენერატორის დისტანციური მონიტორინგის/კონტროლის ფუნქციონალი? თუ საჭიროა ეზერნეტის თუ მობილური ქსელის საშუალებთ? 4. ვის ევალება აღნიშნული გენერატორის განთავსებისათვის ტერიტორიის მომზადება? 5. ვინ ევალება აღნიშნული გენერატორის სამონტაჟო და ექსპლოატაციაში გაშვების სამუშაოებს ჩატარება?

სს ევექსის კლინიკები
სს ევექსის კლინიკები

1. მოთხოვნილია გარე AVR. გვინდა დავაზუსტოთ: AVR თუ ATS ? - AVR (ქართულად - რაჩი) 2. საჭიროა თუ არა ხმაჩამხშობი კორპუსი (ე.წ. კანოპი)? თუ საჭიროა, არის თუ არა მოთხოვნა ხმაურის დონესთან მიმართებაში? (საჭიროა) 3. საჭიროა თუ არა გენერატორის დისტანციური მონიტორინგის/კონტროლის ფუნქციონალი? თუ საჭიროა ეზერნეტის თუ მობილური ქსელის საშუალებთ? (არა, არ არის საჭირო) 4. ვის ევალება აღნიშნული გენერატორის განთავსებისათვის ტერიტორიის მომზადება? (ეს მშენებელის მხარეს გადავა, ვინც აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს კლინიკაშ) 5. იმ კომპანიას ვისგანაც მოხდება გენერატორის შესყიდვა, ეს მოთხოვნა მითითებულია