ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T11197 - ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე 2 ლოტად

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამუშაოების შესყიდვაზე 2 ლოტად. 

კონკურსი ტარდება 2 ლოტად:

  • ლოტი N1: დიდი დიღომი IV მიკრო. #25 კორპ. მიმდებარედ სატუმბო სადგურის რეკონსტრუქცია-გადატანა
  • ლოტი N2: გლდანულას დასახლება #10 კორპ. მიმდებარედ სატუმბო სადგურის რეკონსტრუქცია-გადატანა

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

დიდი დიღომი IV მიკრო. #25 კორპ. მიმდებარედ და გლდანულას დასახლება N10 კორპ. მიმდებარედ სატუმბო სადგურების რეკონსტრუქცია-გადატანის სამუშაოების შესყიდვა ტენდერში მოცემული პროექტების შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან
    - პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7 და ფეიქრების ქ. N14;
    - ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი);
  • მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებები ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილებში;

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ). 

1.7 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება. 

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით;
    შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერია „კონტრაქტორის მასალა“ და „კონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.11 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 24 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე
მობ: +995 595 33 93 30
E-mail: gveshapidze@gwp.ge

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
გლდანულა, #10 კორ მიმდ სატუმბო სრული პროექტი გლდანულა, #10 კორ მიმდ სატუმბო სრული პროექტი
გლდანულას დას#10 კორ მიმდ ხარჯთაღრიცხვა სატენდერო გლდანულას დას#10 კორ მიმდ ხარჯთაღრიცხვა სატენდერო
დიდი დიღომი მე-4-ე მიკრო (გაერთიანებული ) დიდი დიღომი მე-4-ე მიკრო (გაერთიანებული )
დიდი დიღომის სატუმბო სადგური ხარჯთაღრიცხვა სატენდერო დიდი დიღომის სატუმბო სადგური ხარჯთაღრიცხვა სატენდერო
სატენდერო დრაფტ ფაილები სატენდერო დრაფტ ფაილები
შეჯამება მოთხოვნილი პირობები შეჯამება მოთხოვნილი პირობები
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა