24 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11205 - ბრენდირებული ქოლგების შეძენა
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით # EF-GE/569
- დანიშნულება : ბრენდირებული ქოლგების შეძენა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
- ფაილი ქოლგების პირველადი ვიზუალებით.
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის სპეციფიკაცია
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოთხოვნილი პროდუქცია მოწოდებულ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2022 წლის მარტისა;
- ფასები უნდა მოიცავდეს DAP პირობით მოწოდების ღირებულებასაც;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 90 კალენდარული დღე.
- 1,8 მ ქოლგების ფასი უნდა შეიცავდეს მისი სადგამის (ძირის ფასსაც)
- 4 მეტრიანი ქოლგების ძირის ფილების საფასური მოწოდებულ უნდა იქნას სააპლიკაციო ფორმაში ცალკე გამოყოფილ გრაფაში და არა უნდა შედიოდეს ქოლგის საფასურში.
შენიშვნა:
1) სიამოვნებით განვიხილავთ მომწოდებლის მიერ ღირებულების შემცირების მიზნით შემოთავაზებულ 100 % პოლიესტერის ალტერნატიულ მასალასაც.
2) ვიზუალები შესაძლოა შეიცვალოს ტენდერის მიმდინარეობის პროცესში.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი
- შემოთავაზების მიღება იწყება 17.11.2021 09:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 24.11.2021 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
tenders@ge.anadoluefes.com
Tekla.nozadze@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39200000 ავეჯის აქსესუარები