ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T11256 - ტენდერი თეთრიხევჰესის – 6 კვ-ის ვაკუუმური ამომრთველების მონტაჟზე (ფიდერი №1, №2, №3, №4, №7)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

"თეთრიხევჰესი" – 6 კვ-ის ვაკუუმური ამომრთველების მონტაჟი  (ფიდერი №1, №2, №3, №4, №7)

შენიშვნა: 

  • ფიდერების ჩართვა და გამორთვა შესათანხმებელი იქნება შესაბამის ორგანიზაციებთან (სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „საქართველოს სახელმწოფო ელექტროსისტემა“ და სს „თელასი“)

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართი N1-ში

ტექნიკური დავალება:

  • დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის №1, №2, №3, №4 და №7  ფიდერებში უნდა მოხდეს ზეთიანი ამომრთველების დემონტაჟი და მათ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს ვაკუუმური ამომრთველები. აგრეთვე ყოველ უჯრედში უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი კოეფიციენტის დენის ტრანსფორმატორები. ყველა ფიდერის ვაკუუმური ამომრთველი აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრონული დაცვის მოწყობილობებით და უნდა ხორციელდებოდეს მათი დისტანციური მართვა.

საჭირო მოწყობილობები:

  • ვაკუუმური ამომრთველი 6 კვ. 630ა ოპ. ძაბვა 220ვ. მუდმივი - 5 კომპლექტი
  • დენის ტრანსფორმატორი კ. 200/5 სიზუსტის კლასი - 0.5S – 6 ცალი  
  • დენის ტრანსფორმატორი კ. 400/5 სიზუსტის კლასი -0.5S – 3 ცალი  
  • დენის ტრანსფორმატორი კ. 75/5  სიზუსტის კლასი -0.5S – 3 ცალი  
  • დენის ტრანსფორმატორი კ. 300/5 სიზუსტის კლასი -0.5 S - 3 ცალი        
  • დისტანციური მართვის  კაბელი (მეტრი ადგილზე დათვალიერების დროს დადგინდება)
  • საჭირო მოწყობილობების წარმოება უნდა იყოს - ევროპა, თურქეთი, უკრაინა ან რუსეთი. 

იმის შემდეგ, რაც შესრულდება 6 კვ. ამომრთველების შეძენა, ძველების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი მათი მიღება შესრულდება კომისიუროდ შემდეგი ორგანიზაციების მიერ:

  • „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
  • „ესკო“;
  • „ენერგო-პრო ჯორჯია“;
  • „თელასი“

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • ორხევი, თეთრიხევჰესის დასახლება. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • ბოლო 5 წელიწადში მსაგვსი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესრულებები, სარეკომენდაციო წერილები).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 1 წელი.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 1 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიგა ნაცვლიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

GWP მომსახურების (მშენებლობა-მონტაჟი-რემონტი, გარდა ქსელებისა) ხელშეკრულება ზოგადი პირობები GWP მომსახურების (მშენებლობა-მონტაჟი-რემონტი, გარდა ქსელებისა) ხელშეკრულება ზოგადი პირობები
დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა
სამშენებლო სამონტაჟო (გარდა ქსელებისა) მომსახურების ხელშეკრულება სამშენებლო სამონტაჟო (გარდა ქსელებისა) მომსახურების ხელშეკრულება
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ტექნიკური დავალება ვაკუუმურების (6 კვ ) დემონტაჟი-მონტაჟისათვის ტექნიკური დავალება ვაკუუმურების (6 კვ ) დემონტაჟი-მონტაჟისათვის
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა