ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2021, 18:30

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11260 - ტენდერი ახალი მაღალი გამავლობის Pickup -ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს სვანეთი ჰიდრო (SH, ს/ნ 405021275) აცხადებს ტენდერს ახალი მაღალი გამავლობის Pickup -ის შესყიდვაზე.

შესასყიდი ავტომობილის ჩამონათვალი, რაოდენობა და ტექ. მახასიათებელი იხილეთ თანდართულ ფაილში.

  • დანართ N1-ში მოცემულია შესაძენი ავტომობილის რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებელი რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.
  • ლოტი 1 (ექსელის ცხრილში sheet 1) - ახალი ავტომობილის შესყიდვა.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი დოლარში  დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.

ავტომობილის მიწოდების მოქმედების ვადა:

  • პრეტედენტის მიერ უნდა იქნას შემოთავაზებული დანართი N1-ის მიხედვით.
  • ავტომობილის მიწოდების ფორმა და ადგილი
  • ავტომობილის გაყვანა  გამყიდველის მიერ დანართ N1-ში მითითებული მისამართიდან.  
  • ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქონლის მიწოდებიდან და ყიდვა-გაყიდვის  ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში. 

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ავტომობილის ტექ. მახასიათებელი (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო პირობა (დანართ N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები (დანართ N1-ის შესაბამისად)

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 2 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა