ჩაბარების ვადა:

10 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11274 - ტენდერი ინვენტარიზაციის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს "ახალი ქსელები"-ს ჯგუფი წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში.

შპს „ახალი ქსელები“-ს ჯგუფი აცხადებს ტენდერს კომპანიის საკუთრებაში არსებული ობიექტების ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

  • საქართველოს მასშტაბით შპს „ახალი ქსელების“ ჯგუფის საკუთრებაში არსებული 85 ობიექტის (დანართი #1) სრული ინვენტარიზაცია. ობიექტებში განთავსებული ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი ინვენტარის აღწერა და პროგრამულ მონაცემებთან (ბაზასთან) დადარება. შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. შპს „ახალი ქსელების“  მიერ გამოყოფილი საინვენტარიზაციო ნომრების მინიჭება, ობიექტების მიხედვით ინვენტარიზაციის აქტის შედგენა. 
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დროს, თითოეული ძირითადი საშუალება უნდა ეტიკეტირდეს სპეციალური ეტიკეტით. თითოეულ ეტიკეტზე აისახება ორგანიზაციის დასახელება, ძირითადი საშუალების დასახელება, საინვენტარო ნომერი და სპეციალური ციფრული კოდი, რომლის წაკითხვაც ხდება ბარკოდ რიდერის საშუალებით.
  • სპეციალური კოდი უნდა შეიცავდეს ძირითადი საშუალების შესახებ სრულ ინფორმაციას: დასახელება, ღირებულება (საწყისი, საბალანსო, ნარჩენი), წელი (შეძენის, აგების, ექსპლუატაციის), ტექნიკური მდგომარეობა, ადგილმდებარეობა და დამკვეთისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.  

ინვენტარიზაციის ფარგლებში აუცილებელია:

  • შემოწმდეს თითოეული ძირითადი საშუალების არსებობა;
  • შემოწმდეს ძირითადი საშუალებების მდგომარეობა;
  • თითოეული ძირითადი საშუალებისთვის შემუშავდეს საინვენტარო ნომერი;
  • შესრულდეს ძირითადი საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
  • ძირითადი საშუალებების ფოტოგადაღება, ფოტოების დართვა შესაბამის ბაზაზე;
  • ძირითადი საშუალების დამახასიათებელი შემდგომი პარამეტრების მინიჭება:
    - დასახელება;
    - საინვენტარო ნომერი;
    - შეძენის, ექსპლუატაციის წელი;
    - ადგილმდებარეობა (ძს ადგილმდებარეობა);
    - მოდელი, ტიპი;
    - სიმძლავრე, ზომა, რაოდენობა, წონა;
    - ძირითადი საშუალების ტიპზე დამოკიდებულად, სხვა პარამეტრების დაზუსტება.
  • მოხდეს ფაქტიური მონაცემების საბუღალტრო მონაცემებთან დადარება და საინვენტარო ნომრების მინიჭება;
  • მოხდეს ნამეტების და დანაკლისების გამოვლენა და დაფიქსირება;
  • ისევე როგორც თითოეული ძირითადი საშუალება ეტიკეტირდება სპეციალური ეტიკეტით.

აუცილებელი პირობაა, ყველა ობიექტზე ინვენტარიზაცია ჩატარდეს  შპს „ახალი ქსელების“ მიერ გამოყოფილი საინვენტარიზაციო ნომრების მინიჭების გზით, ყველა ძირითად საშუალებას და ინვენტარს უნდა მიეკრას ბარკოდ რიდერით წაკითხვადი შტრიხკოდი.

სამუშაოს მოცულობა: ასაღწერია დაახლოებით უძრავი და მოძრავი ქონების 6000-მდე ერთეული

 შენიშვნა: ფართში შესვლა უნდა მოხდეს 10:00-დან 19:00 საათამდე. 

ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

# მომსახურების ტიპები
1 ინვენტარის დათვლა
2 ინვენტარის ზოგადი მდგომარეობის დადგენა

3 ინვენტარის ერთეულის მითითება
4 მდებარეობის მითითება 
5 ინვენტარის მარკირება (შტრიხკოდის მიკვრა) და ინფორმაციის რეპორტში გადატანა
6 კატეგორიებად დაჯგუფება
7 ქვეკატეგორიებად დაჯგუფება
8 დასურათება
9 ფაქტიური მონაცემების საბუღალტრო მონაცემებთან დადარება
10 მოხდეს ნამეტების და დანაკლისების გამოვლენა და დაფიქსირება
11 ძირითადი საშუალების აღრიცხვის მანუალი


შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი; 
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
  • კომპანიის სამუშაო გამოცდილება; 

სატენდერო პირობები:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: procurement@ak.ge პრეტენდენტის მიერ მოწოდებული   სატენდერო დოკუმენტაცია და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში.
  • ობიექტების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ექსელის ფაილში.
  • ანგარიშსწორება: უნაღდო, შესრულებული სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში; 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • სამუშაოს შესრულების ხანგძლივობა: არაუმეტეს 2 თვე;
  • პროექტში ჩართული თანამშრომლების სამუშაო გამოცდილება და სერტიფიკატები;

მომსახურების ჩამონათვალის გარდა, სხვა დასახელების მომსახურების შემოთავაზების შემთხვევაში, გთხოვთ  შემოთავაზებაში მიუთითოთ დამატებითი ალტერნატიული მომსახურების სახით.  

  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან, რომელსაც   საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული მომსახურების პირობებით ექნება  წარმოდგენილი სატენდერო წინადადება. 
  • ერთნაირი ფასების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიას, რომელსაც აქვს მუშაობის გამოცდილება სატელეკომუკიაციო სფეროში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: procurement@ak.ge არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბერი 18:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები