ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11299 - ტენდერი Storage და server-ის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს Storage და server-ის შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით: 
    მოცემულია დამატებითი ექსელის ფაილი(ფაილი N1) სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
  • საქონლის მიწოდების სერვისი; 
  • პრეტედენტი კომპანია უნდა იყოს  შემოთავაზებული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. უნდა გააჩდეს სერთიფიცირებული სერვის ცენტრი და ასევე სერთიფიცირებული ტექნიკური პერსონალი საქართველოში;
  • პრეტენდეტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF) შემოთავაზებული აპარატურის მწარმოებლისგან;
  • წინდადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა აპარატურული ან პროგრამული მაკომპლექტებელის Part Number-ები და ფასები;
  • ტექნიკის სრულ ჩამონათვალზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის მინიმუ 3 (სამი) წლიანი გარანტია. საგარანტიო მომსახურეობა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედმა  მწარმოებლის მიერ ავტორიზებულმა სერვის ცენტრმა, რისი დამადასტურებელი, მწარმოებლის მიერ გაცემული, დოკუმენტი უნდა იქნას წარმოდგენილი.
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერტიფიცირებული ინჟინრის შესახებ და სერთიფიკატი;
  • შესაძლებელი უნდა იყოს ინციდენტების რეგისტრაცია, როგორც ტელეფონით ასევე პორტალის საშულებით. უნდა არსებობდეს ყველა საჭირო პროგრამული განახლების შესაძლებლობა;
  • დაზიანების შემთხვევაში ტექნიკა უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • საგარანტიო მომსახურების აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
  • გადახდის  პირობა:  30 დღიანი კონსიგნაცია;
  • მოწოდების ვადა: 1 თვე
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში;

დამატებითი ინფორმაცია:

Storage
არსებული შემნახველი მასივი:

  • Dell EMC Unity 300, Serial Number – CKM00192501051
  • 1.8 TB SAS 10K SFF HDD – 11 ცალი
  • 1.6 TB SAS Flash 3 – 6 ცალი
  • 400 GB SAS Flash 2 – 2 ცალი
  • Fiber Channel 16 Gbit/s – 4 ცალი 

ახალი შემნახველი მასივი:

  • შემნახველი მასივი: Dell EMC Unity 
  • კონტროლერების რაოდენობა: 2 ცალი
  • კონტროლერში ინტეგრირებული კეშ მეხსეირება ჯამში: 800GB
  • ინტერფეისები სერვერებთან კავშირისათვის: FC 16Gbit/s 4 ცალი ჯამში
  • 1.8 TB” ზომის მყარი დისკების რაოდენობა: 14  ცალი - 1.2 TB SAS 10K SFF HDD
  • 1.6” ზომის მყარი დისკების რაოდენობა: 10  ცალი - 1.6 TB SAS Flash 3
  • 1.6” ზომის მყარი დისკების რაოდენობა: 5 ცალი  ( თავსებადობა როგორც, არსებულ ისე ახალ შემნახველ მასივთან ) - 1.6 TB SAS Flash 3
  • დუბლირებული კვების წყარო
  • ფუნქციები: Thin Provisioning, Tiering, Stretched Cluster, Remote Replication ან ანალოგიური ტექნოლოგია;
  • არსებული Dell EMC Unity 300 შემნახველ მასივთან მოდიფიკაცია active-active ფუნქციონალის მხარდაჭერით
  • ყველა საჭირო კაბელებით და მოდულით უზრუნველყოფა სრულფასოვანი მუშაობისთვის;
  • ყველა საჭირო 3 წლიანი ლიცენზიით კომპლექტში, რომელიც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი აპარატურული ნაწილის და პროგრამული ფუნქციების სრულფასოვნად მუშაობისათვის

სერვერები:

  • რაოდენობა: 4 ცალი

სერვერის მახასიათებლები:

  • სასურველი ბრენდი: Dell / HP
  • პროცესორი: 4x Intel® Xeon® Gold 6230 Processor 20 core 2.1 GHz
  • ოპერატიული მეხსიერება: 1024 GB – DDR4-2933 MHz ტიპის (1x64GB)
  • მახსოვრობის გაფართოვების საშუალება: გაფართოვების საშუალებით
  • შიდა მეხსიერება: მინიმუმ 2 ცალი 64GB სწრაფი მეხსიერება ოპერაციული სისტემისათვის
  • ინტერფეისები: 2 ცალი - 16Gbps Fibre Channel, 2 - ცალი 10Gbps SFP+ პორტი
  • კვების ბლოკი: 2 ცალი
  • დამატებითი კაბელები: ყველა საჭირო კაბელი SAN სვიჩთან და LAN სვიჩთან შესაერთებლად
  • ფორმ ფაქტორი: კარადაში ჩასაყენებელი
  • Rack Mount Kit: კარადაში ჩასაყენებელი ყველა საჭირო მექანიზმი
  • დისტანციური მართვის შესაძლებლობა: უნდა გააჩნდეს
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ მცირე 100,000.000 ლარის;
  • მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, 1 წლიანი გენერალური კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე 50,000,000 ლარის ღირებულების ტექნიკის მიწოდება მოხდა ეტაპობრივად დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები