ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11300 - ტენდერი ქსელური ფაირვოლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ქსელური ფაირვოლის შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით: 
  • მოცემულია დამატებითი ექსელის ფაილი(ფაილი N1) სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
  • საქონლის მიწოდების სერვისი; 
  • მოწოდების ვადა:  1 თვე 
  • მოწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41;
  • გადახდის  პირობა:  30 დღიანი კონსიგნაცია;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ფაირვოლის ბრენდი: Fortinet;   
  • ფაირვოლის მოდელები და რაოდენობა: Fortigate 200F  2ცალი , Fortigate 600E  2 ცალი;
  • ტექნიკური მხარდაჭერის ვადა:  ტექნიკური მხარდაჭერის სამი ვარიანტის ფასები უნდა იდოს შემოთავაზებაში თითოეულ ფაირვოლის მოდელისათვის 1, 3 და 5 წლიანი 24x7 FortiCare and FortiGuard Unified Threat Protection  მხარდაჭერით;
  • ფაირვოლის ლოგების ანალაიზერი:  Forti Analyzer VM, 20GB/Day Log დღიური ლოგის ლიცენზიით;
  • ლოგების ანალაიზერის ტექნიკური მხარდაჭერა:  ტექნიკური მხარდაჭერის სამი ვარიანტის ფასები უნდა უნდა იდოს შემოთავაზებაში 1, 3 და 5 წლიანი FortiAnalyzer-VM Support 24x7 FortiCare Contract მხარდაჭერით;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ მცირე 100,000.000 ლარის;
  • მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, 1 წლიანი გენერალური კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე 50,000,000 ლარის ღირებულების ტექნიკის მიწოდება მოხდა ეტაპობრივად დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები