ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T11337 - მოწვევა ბიზნესებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის სხვადასხვა ტიპის სერვისების/სასწავლო კურსების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან.

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს დაფინანსებული ბიზნესებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ტიპის სერვისების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე ლოტებად.

მოთხოვნილ სერვისებზე დეტალური ინფორმაცია და სამუშაოს აღწერა იხილეთ თანდართულ Annex-A1 and A2-ში.

მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: PR_00176593
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 3 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 21 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • განმცხადებელის გამოცდილება:
  • ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილებაზე შემოთავაზებული სერვისის ჩატარების კუთხით;
  • სერვისის ჩატარების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;
  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (Annex-A1 and A2 და RFQ)-თანდართულია
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული-თანდართულია
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული-თანდართულია
  • გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას)-თანდართულია
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი

შემოთავაზების წარდგენის ფორმა:

  • დაინტერესებულმა მომწოდებლებმა შემოთავაზება სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა მოგვაწოდონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისებში შემდეგ მისამართზე: #1, 8 მარტის ქუჩა, ზუგდიდი; ჭავჭავაძის #37 დ, პირველი სართული, თბილისი, არა უგვინეს 2021 წლის 21 დეკემბრისა და საგნის ველში უნდა მიუთითონ შემოთავაზების საგანი და PR_00176593 - ტექნიკური დახმარების პროგრამა

ტენდერის კატეგორია:

  • 80400000 ზრდასრულების სწავლება და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები