
26 აპრილი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T11433 - ტენდერი სკამების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სკამების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
სკამი | 55 |
მახასიათებლები:
- ზედაპირი ‐ ტყავი (შმვლელი) კარკასი ‐ მეტალის მყარი ზედაპირი ‐ რბილი სახელური
- საზურგე ‐ რბილი
- სიმაღლე სრული ‐ 93 სმ.
- სიმაღლე დასაჯდომამდე ‐ 46 სმ.
- დასაჯდომის სისქე ‐ 5 სმ.
- დასაჯდომის სიგრძე ‐ 47 სმ.
- დასაჯდომის სიგანე ‐ 45 სმ.
- საზურგის სიმაღლე დასაჯფომიდან ‐ 53 სმ
- გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება
მოწოდების მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. # 106
მოწოდების ვადა: 1 ეტაპად 2022 წლის მაისში
ანაზღაურება: მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1‐ კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2‐ ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ‐ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3‐ განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია‐ღირებულება და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 26 აპრილი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები