20 დეკემბერი 2021, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T11461 - ტენდერი კვების, ქსელის და კომპიუტერის სადენების და ელემენტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კვების, ქსელის და კომპიუტერის სადენების და ელემენტების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
დასახელება | სპეციფიკაცია | რაოდენობა |
დენის ფილტრი 1.8 მ. | სიმძლავრე 10A (5 გამოსასვლელი ,ჩამრთველი ღილაკით) | 1000 |
VGA მონიტორის გამოსახულების კაბელი | male to male with 2Ferrite Core, 2M black,VGA (3+6) B04-B300 | 1000 |
ბიოსის ელემენტი | CR2032, 3V | 400 |
ელემენტი | Duracell - AA | 120 |
კომპიუტერის კვების კაბელი 220 V. | სიმძლავრე 16A 250V (JF 05 TO JF 03) | 2000 |
კვების კაბელი 220 V. | PC6070,3x1.00mm2,1.8M 10A | 600 |
ქსელის კაბელი UTP | CAT5E 24AWG 100% CU (305 მ.) | 2 |
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 2 ეტაპად - 2022 წელში
- აპრილი
დენის ფილტრი 1.8 მ. - 500 ცალი
VGA მონიტორის გამოსახულების კაბელი - 500 ცალი
ბიოსის ელემენტი - 200 ცალი
ელემენტი Duracell – AA – 120 ცალი
კომპიუტერის კვების კაბელი 220 V. – 1000 ცალი
კვების კაბელი 220 V. – 600 ცალი
ქსელის კაბელი UTP CAT5E 24AWG 100% CU (305 მ.) – 1 ცალი
- სექტემბერი
დენის ფილტრი 1.8 მ. - 500 ცალი
VGA მონიტორის გამოსახულების კაბელი - 500 ცალი
ბიოსის ელემენტი - 200 ცალი
ქსელის კაბელი UTP CAT5E 24AWG 100% CU (305 მ.) – 1 ცალი
კომპიუტერის კვების კაბელი 220 V. – 1000 ცალი
მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
ანაზღაურება:
- თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 დეკემბერი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები