ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11492 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხანაში თაბაშირის სილოსების (N3 და N4 წისქვილები) გაწმენდაზე დაბეგებული თაბაშირისგან

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის ქარხანაში თაბაშირის სილოსების (N3 და N4 წისქვილები) გაწმენდაზე დაბეგებული თაბაშირისგან.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში 

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • სილოსების გასაწმენდად 4-5 ადამიანის(მუშის) შემოყვანა სამუშაოდ, სილოსთან მოწყობა მეტალის კონსტრუქციის მასალის ჩამოსაყრელად, ამფეთქებლების ქირავნობა (რამდენჯერმე), ბობკატი და ციცხვიანი ავტომტვირთავის მოყვანა გასატანად. 
  • ერთი სილოსის გაწმენდის ხანგრძლივობა ერთი კვირა / კვირა ნახევარი.
  • მუშები / სამუშაო იარაღებით
  • პერფერატორი, ე.წ რკინის „შტირები“,ლაფატკები,ბარები,
  • უსაფრთხოების ქამრები,
  • საჭიროებისამებრ ჰაერის პნევმატური ჩაქუჩი.
  • შემდუღებელი / შედუღების აპარატით
  • აირ მჭრელი / აირ მჭრელის მოწყობილობით. 

მეტალის კონსტრუქციის მოწყობა, დაბლა, ტრანსპორტიორის გვერდზე ჩამოსაყრელად

ტექნიკა გასატანად „ბობკატი“ და „კოვშა“, მანქანა იქნება უზრუნველყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტის მხრიდან,  დასაყრელ ადგილსაც მიუთითებს ტექნიკური პროექტ მენეჯერი  

კომპანიამ ყველა ეტაპზე უნდა აწარმოოს ადგილობრივი კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.

კომპანია ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ყველა მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს. 

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • დეტალურ კომერციულ წინადადებას, 
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა გრაფიკი
  • გადახდის პირობას
  • შევსებულ კონტრაქტორის ფორმას

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: პროექტი უნდა შესრულდეს ჰაიდელბერგ ცემენტის შიდა  სტანდარტებისა და კრიტერიუმების დოკუმენტის  და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 25.12.2021 – 18 00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი 
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ვლადიმერ სურგულაძე
ტელ: +995 595 810 505
ელ.ფოსტა: vladimer.surguladze@heidelbergcement.com 

ტექნიკური ხასიათის შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ადუაშვილ ზაზას
ტელ: +995 577 508414 - Aduashvili, Zaza (Kaspi) GEO
ელ.ფოსტა: zaza.aduashvili@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება