
ჩაბარების ვადა:
23 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1154 - ტენდერი სტრუქტურული საკაბელო სისტემების ინსტალაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სტრუქტურული საკაბელო სისტემების ინსტალაციაზე.
მომსახურების დასახელება:
- სტრუქტურული საკაბელო სისტემების 1 ორმაგი წერტილის ინსტალაცია.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
5. სატენდერო წინადადებას უნდა დაერთოს ინჟინრების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
6. სპეციპიკაციიდან გამომდინარე, კომპანია მზად უნდა იყოს სამონტაჟო საქმიანობის 24/7 მხარდაჭერისათვის;
7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტრუქტურული საკაბელო სისტემის მოწყობის ტოპოლოგიური ნახაზი;
8. გამოყენებული სამონტაჟო მასალების სრული ჩამონათვალი და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები; - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
- ქსელის მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ- მუყაოს კედლის მიღმა, გორფრირებული მილების გამოყენებით, ასევე რბილ იატაკში;
- დავალება წარმოდგენილია ნაგებობის პირობითი პროექტის საშუალებით (იხ. თანდართული ფაილები, სულ 53X2 ქსელის წერტილი).
- გამოყენებული მასალებისა და ელემენტების მოკლე სპეციფიკაცია:
Communication Rack
Cat5e UTP solid cable
Wall Mount Box double Keystone jack RJ45- თითოეული მომხმარებლისათვის.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 16 თებერვლიდან – 2016 წლის 23 თებერვლის ჩათვლით;
- დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თეა გიორგაძეს 599 91 50 78
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. (კონკრეტული ტენდერის პირობებში).
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=541&lang=geo