
ჩაბარების ვადა:
25 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1160 - ტენდერი ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე.
მოსაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში);
- საგარანტიო მომსახურება (გარანტია 1 წელი);
- UPS (უწყვეტი კვების წყარო) უნდა იყოს გარე აკუმულატორთან თავსებადი (მონტაჟი);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 თებერვლიდან - 2016 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
- ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდით ავთანდილ სალუქვაძეს - ტელ: 2 444 444 (4252); მობ: (577) 740283;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=543&lang=geo