ჩაბარების ვადა:

17 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11637 - ტენდერი სარეკლამო გასაფორმებელი ინვენტარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ სარეკლამო გასაფორმებელი ინვენტარის შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 17 იანვარი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერი - სარეკლამო გასაფორმებელი ინვენტარის შესყიდვის შესახებ).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ნიკა ხაბეიშვილი,
მობილურის ნომერი: 599 34-88-85;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1164),
ელ. ფოსტა: n.khabeishvili@vtb.ge

ზაზა წულაია,
მობილურის ნომერი: 599 50-25-65;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1143),
ელ. ფოსტა: z.tsulaia@vtb.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/140/tenderi-sareklamo-gasapormebeli-inventaris-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები