ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11660 - ტენდერი მზის პანელების მიწოდება/მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 25 იანვარი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,მეღვინეობა ხარება“ აცხადებს ტენდერს მზის პანელების მიწოდება/მონტაჟზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • შპს „მეღვინეობა ხარება“ ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე.
  • კომპანიის მფლობელობაში 1500 ჰექტრამდე ვენახის მიწაა, რომელზეც ქართული და ევროპული უნიკალური ვაზის ჯიშებია გაშენებული, საიდანაც მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. „მეღვინეობა ხარებას“ ვენახები მოიცავს ყურძნის 25 ჯიშს და 50-მდე სახეობის ღვინოს.
  • შპს „მეღვინეობა ხარება“ როგორც ხარისხზე ორიენტირებული და   მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველთვის ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებაზე. ამჟამად, კომპანია აცხადებს ტენდერს მზის ელექტრო სადგურის მოწყობის მიზნით და იწვევს  დაინტერესებულ კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის პირობები:

  • წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი: 400 კვტ-იანი მზის ელექტრო სადგურის პროექტირება, შესყიდვა და მონტაჟი.

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები:

  • გამოყენებული მზის პანელი უნდა იყოს 2021 წელს წარმოებული.
  • ინვენტორები : ევროპული 
  • მზის პანელების სამაგრი კონსტრუქციები უნდა იყოს K2 ბრენდის
  • გამოყენებული კაბელები უნდა იყოს ევროპული წარმოების (შესაბამისი სერთიფიკატებით)
  • უნდა მოხდეს მზის პანელების მოწოდება და დამონტაჟება.
  • გამომუშავებული ელექტროენერგიის  რეალურ დროში აღრიცხვა, დამუშავება და მონიტორზე ჩვენება;

მზის პანელების სამონტაჟო ადგილის მახასიათებელი:

  • მდებარეობა დასავლეთ საქართველო, თერჯოლა.
  • სახურავების მარგი ფართობი დაახლოებით - 2500 მ2 (სენდვიჩ-პანელის სახურავზე (1000კვ) ფროფმასტი (1500კვ) ,
  • ნაგებობების კონსტრუქცია მდგრადია; (აწყობილია რკინის ფერმებით)
  • სახურავის დახრის კუთხე სამხეთისკე 7 გრადუსი.
  • არის მაღალი ქარიანობა. თოვლის საფარი მაქსიმუმ 60 სმ.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი #1-ის მეშვეობით;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით;

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge -ს საშუალებით.
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს www.tenders.ge საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს. 

მომწოდებლის მიერ Tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საერთო ღირებულება/განფასება (დანართი #1-ის მიხედვით), როგორც ხელმოწერილი სკანირებული, ასევე ექსელის ფორმატით.
  • მზის პანელების წარმოების (კომპანია და ქვეყანა) დამადასტურებელი დოკუმენტაცი;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის ხარისხის სერთიფიკატები;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის საგარანტიო პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ფოტო/ვიზუალური მასალა;
  • გასახარჯი მასალების სრული სია და ჩაშლილი ღირებულება, ექსელის ფაილის სახით;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი - (დანართი #2-ის მიხედვით);
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი;

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • დანართ #1-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება, მოდელი, ტექნიკური მახასიათებლები, მოწოდების ვადა, საგარანტიო პერიოდი და მზის სადგურის უკუგების საშუალო პერიოდი;
  • შემოთავაზებული ინვენტორი აუცილებლად უნდა იყოს JA Solar-ის წარმოების;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • ნებისმიერი დეტალი, რაც დაკავშირებული იქნება ტექნიკურ გადაწყვეტილებასთან, მათ შორის პროექტირებასთნ,  უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
  • ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge-ზე განთავსებული შეკითხვების ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 25 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქო პირი: სოფო კვირიკაშვილი
მობ: 595 309 232

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა