ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T11690 - ტენდერი მეტალის შესყიდვაზე (206.39 ტონა)

ტენდერის აღწერილობა:

სამშენებლო ჰოლდინგიელემენტ კონსტრაქშენიბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა და სხვადასხვასამშენებლო მიმართულების მქონე 5 მსხვილ კომპანიას აერთიანებს. მისი საქმიანობა მოიცავს სამრეწველო, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას და წარმატებით არის წარმოდგენილი იატაკის ტექნოლოგიებისადა ლითონკონსტრუქციების წარმოების მიმართულებით.

„ელემენტ კონსტრაქშენი“ თავის მომხმარებლებსა და პარტნიორებს ოპტიმალურ და თანამედროვეგადაწყვეტილებებს სთავაზობს მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების კუთხით, ფლობს ხარისხისმართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატს და მსოფლიოში კორპორაციულიმდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის UN Global Compact-ის წევრია.

ელემენტ კონსტრაქშენი (შემდგომში შემსყიდველი) აცხადებს ტენდერს მეტალის შესყიდვის შესახებ.

  • შესყიდვის მოცულობა - 206.39 ტონა
  • აღნიშნული შესყიდვა განხორციელდება ერთჯერადად რის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება და საჭიროების შემთხვევაში ყოველ ჯერზე მოხდება ფასთა გამოკითხვა კონკრეტულ შესყიდვის წინ.  

შესყიდვის  საგანი და პირობები:

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მეტალის შესყიდვა პროექტის ფარგლებში. თუმცა არ გამორიცხავს 1 წლის ჭრილში შერჩეულ მომწოდებელთან/ მომწოდებლებთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში.

პრეტენდენტებმა უნდა წარადგინოს:

  • ფასები დოლარში დღგ -ის ჩათვლით
  • ტრანსპორტირების ფასები ექსელის ფაილში: თბილისი - კასპიდან ( 5 კმ დისტანცია, სოფელ მეტეხთან მიმდებარე ტერიტორიაა (დისტანცია თბილისი- კასპი 55 კმ). საკადასტრო კოდი: 67.12.43.021

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გადახდის პირობა - მიწოდების შემდეგ სრული გადახდა მაქსიმუმ 2 კვირაში;
  • კომპანიის გამოცდილება
  • სარეკომენდაციო წერილები

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე;
  • დანართი 1 - აფიდავიტი
  • დანართი 2 - შესაბამისობა გარემოსდაცვით/შრომის სტანდარტებთან
  • დანართი 3 - სატენდერო შეთავაზების ფორმა
  • მასალის მარკა, წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;

წინადადებების შეფასების კრიტერიუმები (წონა):

  • ფასი - 50%
  • ხარისხი - 25%
  • მოწოდების ვადა - 25%

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 11 იანვარი, 18:00 სთ;
  • სატენდერო დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემაში უნდა შეავსოს თითოეული პოზიციის ღირებულება ტრანსპორტირების გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეარჩიოს ერთი ან ერთზე მეტი მომწოდებელი;
  • სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი კომპანია ეთანხმება შემსყიდველის მიერ სატენდერო განაცხადში განსაზღვრულ პირობებს.

დანართები:
დანართი 1 - აფიდავიტი
დანართი 2 - შესაბამისობა გარემოსდაცვით/შრომის სტანდარტებთან
დანართი 3 - სატენდერო შეთავაზების ფორმა



ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა