ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11698 - ინტერესტთა გამოხატვა არსებული საინჟინრო სისტემების შესწავლაზე, განაშენიანებისათვის განსაზღვრული ტერიტორიის ინფრასტრუქტურული ელემენტების კონცეპტუალურ და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშმშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ინტერესტთა გამოხატვას არსებული საინჟინრო სისტემების შესწავლაზე, განაშენიანებისათვის განსაზღვრული ტერიტორიის ინფრასტრუქტურული ელემენტების კონცეპტუალურ და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

განაშენიაბისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართობია 3 ჰექტარი. ტერიტორიის შემდგომი განვითარებისათვის კომპანიის მიერ განხორციელდება არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დაკორექტირება.

საორიენტაციო სამშენებლო მოცულობა წარმოადგენს 29 000 მ2-ს, 5 ერთეულ საცხოვრებელი კორპუსს, ჯამში 150 ბინისათვის. დამატებით, საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ერთი ერთეული 1000 მ2 ფართობის მულტიფუნქციური კომერციული ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილ ფართობზე სარეკრეაციო სივრცისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურგანთავსება.

სამუშაოები დაიყოფა 3 ეტაპად:

  • განაშენიბისათვის განსაზღვრული ტერიტორიის ინფრასტრუქტურული ელემენტების პირველი ეტაპის სამუშაოს წარმოადგენს არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმით დაგეგმილი და შესრულებული საინჟინრო ქსელების დატვირთვის შესაწავლა, სამომავლო დატვირთვების განსაზღვრა დასაკორექტირებელი პროექტის გათვალისწინებით, არსებული სისტემის პოტენციურ დატვირთვასთან მიმართებაში რეკომენდაციების გაცემა.
  • მეორე ეტაპის სამუშაოს წარმოადგენს განაშენიბისათვის განსაზღვრული ტერიტორიის ინფრასტრუქტურული ელემენტების საპროექტო სამუშაოების მომზადება კონცეპტუალურ დონეზე (შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში განაშენიანების რეგულირების გეგმის დასაკორექტირებლად წარდგენის მიზნით).
  • მესამე ეტაპის სამუშაოებს წარმოადგენს განაშენიბისათვის განსაზღვრული ტერიტორიის ინფრასტრუქტურული ელემენტების დეტალური პროექტირება, მასთან დაკავშირებული მასალათა ამონაკრეფისა და საპორექტ ოგანფასების მომზადების ჩათვლით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ელექტრონული სახით (ინგლისურ და ქართულ ენებზე) უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, კერძოდ მათ მიერ ანალოგიური შესრულებული სამუშაოების შესახებ.
  • მინიმუმ 2 დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 20 იანვარი, 18:00 საათი.

Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.

შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 20 იანვრისა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:
საკონტაქტო პირი: ლელა ვახტანგიშვილი
მობ: 598 29 99 91
ელ. ფოსტა: Lela.vakhtangishvili@tbilisihills.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები