ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11723 - ინტერესტთა გამოხატვა სამშენებლო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 24 თებერვალი, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

. თბილისი, სოფელი თხინვალა, (ბურღების მიწა ნაკვეთის / 72.16.33.055) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.

შპს ლისი ეკო ჰილს აცხადებს ტენდე ქ. თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პრემიუმ კლასის ინდივიდუაკური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.

ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) 1 საცხოვრებელი სახლისათვის:

  • მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ): 400.0
  • განაშენიანების ფართობი (კვ.მ): 581.0
  • საერთო ფართობი (კვ.მ): 504.9
  • საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ): 199.3
  • საზაფხულო ფართობი (კვ.მ): 172.7
  • სარდაფის ფართობი (კვ.მ): 101.9
  • კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ): 31.0
  • სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ): 1520.0
  • 0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ): 1145.0
  • 0.00 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ): 375.0
  • შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ): 13.38
  • 0.00 ნიშნულის ზევით (მ): 9.9
  • 0.00 ნიშნულის ქვევით (მ): 3.48
  • კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): 156.9 კ1=0.5
  • კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): 286.4 კ2=0.8
  • კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): 137 კ1= 0.4

მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

1 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 588’600.00 ლარს (მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი ... = 18% და გაუთვალისწინებელი ხარჯები = 5%)

სულ ასაშენებელი სახლების რაოდენობა - 19

 დაინტერესებულმა კომპანიებმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით;
  • სატენდერო წინადადება დანართში მოცემული ფორმის თანახმად.

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები (სამუშაოების დასრულებიდან).

ფინანსური გარანტია:

დაინტერესებული მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია;

ავანსის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება ძალაში იქნება საავანსო თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შესრულების აღიარების ვადამდე, რომელიც დადასტურდება სუბიექტებს შორის ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.;

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების საბანკო გარანტია რომლის საერთო ღირებულება იქნება კომპანიიასთან გაფორმებული სახელშეკრულები ღირებულების არანაკლებ 10% (ათი პროცენტი)-სა, ხოლო მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 27 თვისა და აითვლება დასკვნითი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.

გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, აშშ დოლარში დაფიქსირებული, გარანტიის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მისარებად მოგვართედ შემდეგ მისამართზე: info@lisiecohills.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
ფინანსური საკითხები (მიხეილი): +995-599-57-51-72;
ტექნიკური ინფორმაცია (გოგა): +995-591-015-542

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები