ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2022, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11771 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

GGU ჯგუფი აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს საწვავის შესყიდვაზე GGU ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.

GGU ჯგუფში შემავალი კომპანიები (შემდგომშიშემსყიდველი):

  • შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002)
  • შპსრუსთავის წყალი“ (RWC, / 216323351)
  • შპსგარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, / 203828313)
  • შპსსაგურამო ენერჯი“ (SENG, / 206337007)
  • შპსჯორჯიან ინჯინიერინგ ენდ მენეჯმენტ კომპანი" (GEMC, / 401957165)
  • სსსაქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (GRPC, / 404500857)
  • სსზოტი ჰიდრო" (ZH, / 404499654)
  • სსსვანეთი ჰიდრო“ (SH, / 405021275)
  • შპსქართლის ქარის ელექტროსადგური" (KWF, / 404957338)
  • შპსკასლეთი 2“ (KAS2, / 406107118)
  • შპსჰიდროლეა” (HYDL, / 406073029)
  • სსგეოჰიდრო” (GH, / 405013710)
  • შპსსაქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანია“ (GETC / 405331591)
  • შპსგეოენერჯი” (GEOE, / 406062353)
  • სსკავკასიის ქარის კომპანია“ (CWC, / 404519865)

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • საწვავის შესყიდვა დანართი #1-ით განსაზღვრული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების ოდენობა (ლარში) საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ერთეულის ფასთან მიმართებაში დანართი #1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

შენიშვნა: Tenders.ge-ის ფასების ველში პრეტენდენტმა უნდა დაფიქსირდეს თითოეული საწვავის პოზიციაზე დაფიქსირებული ფასდაკლების ჯამი.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსასყიდლოდ 500 ერთეულიაგაი“ (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების) სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსასყიდლოდ საწვავის ბარათების დამზადება და შემსყიდველისთვის გადაცემა;
  • მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად უსასყიდლოდ გადასცეს მყიდველს მინიმუმ 240 ცალი რეცხვის ტალონი. სადაც 200 ერთული იქნება მსუბუქი ავტომობილისთვის და 150 მაღალი განმავლობის ავტომობილისთვის.
  • მიმოწდებელი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ონლაინ მართვის მოდული, სადაც მყიდველი შეძლებს შეკვეთების განთავასებას და საწვავის მოხმარების მონიტორინგს.
  • იმწოდებელი ვალდებულია მყიდველის მოთხოვნით წელიწადში ორჯერ, საწვავის სინჯები აიღოს და გააგზავნოს შემოწმებაზე თავისი ხარჯებით საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და შედეგი წარუდგინოს მყიდველს. აკრედიტირებულ ლაბორატორიას შეარჩევს მყიდველი.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • გატანა ავტოგასამართი სადგურიდან.

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:

  • კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საწვავის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი თითოეულ საწვავის ტიპზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი #1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.3);
  • შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.6-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (ავტო-გასამართი სადგურების ლოკაციები და რაოდენობა საქართველოს მასშტაბით);
  • ინფორმაცია სამრეცხაო სადგურების შესახებ. (საქართველოს მასშტაბით სამრეცხაო სადგურების რაოდენობა და მისამართები)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება თითოეულ შემსყიდველ კომპანიაზე ცალ-ცალკე სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 იანვარი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა