ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1178 - ტენდერი სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურებების სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

მოთხოვნები შეთავაზებისთვის:

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება PDF ან Word–ის ფორმატში. შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: 
    1. ტრენინგის პროგრამის/პროგრამების აღწერა;
    2. ცალკეული პროგრამის მიხედვით ტრენინგ ჯგუფის მოცულობა და წლის განმავლობაში ტრენინგ ჯგუფების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა;
    3. ტრენინგის განხორციელების დეტალები:
         ა) ტრენერი/ები ტრენინგის თემის/ების მიხედვით (CV, დიპლომები, სერტიფიკატები, მონაცემები
         შესაბამის თემაზე ტრენინგის  ჩატარებიგამოცდილების შესახებ)
         ბ) მასალები მონაწილეთათვის (ნაბეჭდი და/ან ელექტრონული)
         ც) მონაწილეთა სერტიფიცირება და სერტიფიკატები
         დ) ჩატარების ადგილი
         ე) შესვენებების მომსახურება/ქეითერინგის სპეციფიკაციები
    4. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
    5. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    6. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია:
         ა) დაარსების თარიღი;
         ბ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
         ც) გამოცდილება;
         დ) რეკომენდატორების საკონტაქტო მონაცემები;
         ე) სხვა ინფორმაცია, რომელსაც მომწოდებელი მიიჩნევს საინტერესოდ;
    7. შესრულების ვადები: მოთხოვნის შესაბამისად პროგრამის/ების ადაპტირების/მომზადების პერიოდი და განხორციელების ვადები;
    8. მომსახურების ფასები:
         ა) პროგრამის ადაპტაციის/მომზადების ღირებულება – მომზადებული
         ბ) ტრენინგის ჩატარების ღირებულება – ჩატარებული ტრენინგ საათი:
              - სრული მომსახურებით (ვენდორის ოფისი, ქეითერინგი)
              - ბანკში ე.წ. in-house ფორმატით (ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ოფისი, ქეითერინგი)
  • წარმოდგენილი ფასები (ტრენინგ საათი/ტრენინგის ჩატარება, ტრენინგ საათი/პროგრამის ადაპტაცია) უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

ტენდერის პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 29 თებერვლიდან - 2016 წლის 14 მარტის ჩათვლით.
  • გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა მოხდება მოთხოვნილი თემების მიხედვით წარმოდგენილი პროგრამის (40%), ფასის (20%) და ტრენინგის განხორციელების ხარისხის (40%) მიხედვით საუკეთესო ალტერნატივის განსაზღვრის საფუძველზე, განხორცილების ვადების მიხედვით ყველაზე ოპერატიული პრეტენდენტის შერჩევით. ტრენინგის პროგრამის და განხორციელების ხარისხის განსასაზღვრად, ფინალურ ეტაპზე გასულ პრეტენდენტებს შეიძლება მოეთხოვოთ პროგრამის მასალის მცირე ნაწილის ნიმუშის სახით წარმოდგენა (10 ფურცლის მოცულობით) და დემო სესიის ჩატარება;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდება 12-თვიანი ხელშეკრულება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს და/ან კერძო პირებს, შეკითხვების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ „საქართველოს ბანკის“ პერსონალის მართვის დეპარტამენტს:

მეილი: trainings@bog.ge
ტელეფონი: 2444444 *7146, *7079

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=547&lang=geo