ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11783 - ინტერესტთა გამოხატვა საგზაო საფარისათვის ინერტული მასალის დამზადებაზე

ინტერესთა გამოკითხვის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშმშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ინტერესტთა გამოხატვას საგზაო საფარისათვის ინერტული მასალის დამზადებაზე.

  • კონტრაქტორმა უნდა მოახდინოს ქვის სამტვრევი ქარხნის მობილიზება დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას.
  • დამკვეთის მიერ დასაწყობებული კლდოვანი მასის გადამუშავება უნდა მოხდეს 0-66 ფრაქციად;
  • საერთო ჯამში დასამზადებელი ფრაქციის ოდენობა არის 10’000 მ3;
  • კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ინერტული მასალის სამზადებისათვის აუცილებელი ტექნიკის, პერსონალისა და ნებისმიერი დამხამარე საშუალებების მობილიზაცია;
  • დამზადებული ინერტული მასალის დასაწყობება მოხდება დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ადილას;
  • ანგარიშსწორება მოხდება კონქტრაქტორის მიერ ფაქტიურად დამზადებული მასალის ოდენობის მიხედვით, რომლის გეოდეზიური აზომვა მოხდება დამკვეთის წარმომადგენლის მიერ;

სამუშაოების შესრულების ვადა - 40 კალენდარული დღე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ელექტრონული სახით (ინგლისურ და ქართულ ენებზე) უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, კერძოდ მათ მიერ ანალოგიური შესრულებული სამუშაოების შესახებ.
  • მინიმუმ 2 დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 3 თებერვლი, 18:00 საათი.

Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს მოედნის დათვალიერება.

შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 3 თებერვლისა. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე
მობ:: +995 577 554 929
გოჩა კელენჯერიძე

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები