ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2022, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T11791 - მოწვევა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-უნარების განვითარების სასწავლო კურსების/სერვისების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ლტოლვილთა დანიის საბჭო ((DRC) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ბიზნეს-უნარების განვითარების კურსების ფასთა კვოტირება

მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: PR_00180974
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2022 წლის 13 იანვარი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 25 იანვარი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00

ინფორმაცია მოთხოვნილ სერვისზე:

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს დაფინანსებული ბიზნესებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-უნარების განვითარების სასწავლო კურსების/სერვისების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე ლოტებად. დაინტერესებულ მომწოდებელს შეუძლია გააკეთოს შემოთავაზება როგორც ერთ ლოტზე, ასევე, ყველა ჩამოთვლილ ლოტზე ერთდროულად.

  • LOT #1-Product Marketing (Design)/პროდუქტის მარკეტინგი (დიზაინი)
  • LOT #2-Laser Cutter Software/ლაზერული მჭრელის პროგრამული უზრუნველყოფა
  • LOT #3-An introductory course in graphic design/გრაფიკული დიზაინის კურსი (Advance Level)
  • LOT #4-Social Media Course/სოციალური მედიის კურსი (Advance Level)
  • LOT #5-Polymer clay processing and manufacturing technology/პოლიმერული თიხის დამუშავების და ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგია
  • LOT #6-ონლაინ პროდუქციის გაყიდვის პლატფორმა/Online product sales platform
  • LOT #7-ლითონის მხატვრული დამუშავება/Artistic processing of metal

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია:

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

პროვაიდერი კომპანიის/განმცხადებელის გამოცდილება:

  • ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილებაზე შემოთავაზებული სერვისის ჩატარების კუთხით ან CV;
  • სერვისის ჩატარების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;

პროვაიდერი კომპანიის მფლობელის/განმცხადელის პირადობის მოწმობის ასლი;

ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (Annex-A1 and A2)-თან ერთვის ტენდერის პაკეტს;

ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ)-თან ერთვის ტენდერის პაკეტს;

მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული-თან ერთვის ტენდერის პაკეტს;

მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული-თან ერთვის ტენდერის პაკეტს;

გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას)-თან ერთვის ტენდერის პაკეტს

შემოთავაზების წარდგენის ფორმა:

დაინტერესებულმა მომწოდებლებმა შემოთავაზება სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა მოგვაწოდონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისებში შემდეგ მისამართზე: #1, 8 მარტის ქუჩა, ზუგდიდი; ჭავჭავაძის #37 დ, პირველი სართული, თბილისი, არა უგვიანეს 2022 წლის 25 იანვრისა და საგნის ველში უნდა მიუთითონ PR_00180974-ტექნიკური დახმარების პროგრამა

ტენდერის კატეგორია:

  • 80400000 ზრდასრულების სწავლება და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები