ჩაბარების ვადა:

4 თებერვალი 2022, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11818 - ტენდერი მთელი თბილისის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურული ელემენტების შეცვლა/მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 4 თებერვალი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მთელი თბილისის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურული ელემენტების შეცვლა/მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს ერთი ან ორი გამარჯვებული კომპანია, რომლებსაც გაუფორმდებათ 12 თვიანი ხელშეკრულებები.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მთელი თბილისის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურული ელემენტების (ურდულები, ვანტუზები, ჩამცელელი ჭები, რეგულატორები და ა.შ) შეცვლა/მოწყობის სამუშაოების შესყიდვა ქვემოთ მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად. (აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2020 წლის მონაცემებს და არის სავარაუდო).

შენიშვნა: ძირითადი ბრენდირებული მასალები მიწოდებული იქნება დამკვეთის მიერ.

შენიშვნა: დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სავარაუდო შესყიდვის ფასები თითო ტიპის სამუშაოზე მოცემულია თანდართულ ფაილში სახელწოდებით  „დანართი N1 სავარაუდო რაოდენობები და დამკვეთის ფასები“.

შენიშვნა: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ გადაცემული დავალებ(ებ)ის შესრულება უზრუნველჰყოს დავალების გაცემიდან 48 საათის განმავლობაში. დავალების გაცემიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, შემსრულებელმა უნდა შეამოწმოს მიღებული დაკვეთა და რაიმე ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორების (რომელსაც უნდა ეთანხმებოდეს დამკვეთიც)
  • აღმოჩენის შემთხვევაში , შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვა სამუშაოს შესრულებაზე.
  • დავალების გაცემიდან 24 საათის შემდეგ, დავალების შესრულებაზე უარი არ მიიღება. დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოქმედდება კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.  
  • შენიშვნა: სამუშაოების დაწყებამდე, შემსრულებელი ვალდებულია შეისწავლოს ყველა არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, რათა არ მოხდეს სამუშაოების წარმოების დროს მათი დაზიანება. შემსრულებელი ვალდებულია დაზიანების შემთხვევაში თავისი ძალებით აღმოფხვრას ხარვეზი და დაფაროს დაზიანებასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯი.
  • დამკვეთმა შესაძლოა წინასწარ გადასცეს შემსრულებელს მისთვის უკვე ცნობილი შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რისი შესრულების ვადებიც უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან ერთად.
  • შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია შემსრულებელს ხელს შეუწყობს დავალებული სამუშაოების დაპრიორიტეტებასა და წინასწარ დაგეგმვაში.  
  • შემსრულებელს, სამუშაოების შესასრულებლად უნდა ყავდეს როგორც დღის, ასევე ღამის  კვალიფიციური ბრიგადები/სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი სამუშაო ტექნიკა (ტრაქტორი, თვითმცლელი და ა.შ), სამუშაო ნიშნები; ბრიგადები აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ფორმებით; კომპანიას უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ტექნიკური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსი, რაც აუცილებელი იქნება მსგავსი სამუშაოების შესასრულებლად.
  • დავალების გადაცემისას, დამკვეთი შემსრულებელს მიაწვდის ამ სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო პროექტს და ოფიციალურ ნებართვებს.
  • იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გაცემა ვერ მოხერხდება გონივრულ ვადაში, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის წერილობითი მითითებით მაინც შეასრულოს სამუშაოები, და ასეთ შემთხვევაში შესაძლო საჯარიმო სანქციებს აანაზღაურებს დამკვეთი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველჰყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

  • წყალსადენის ქ. N7 
  • ფეიქრების ქ. N14;

მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად. (დანართი N2 )

მოცემული სამუშაოების შესრულების პროცესი სრულად აღწერილია დანართი N3-სა და დანართ N4-ში.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის თითოეული მოსაწყობი ინფრასტრუქურული ობიექტის შესაბამისი ნახაზი. იხ. თანდართული ფაილი „ნახაზები“.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართ N5-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ პუნქტზე. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-სა და სქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვების შევსების დროს, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ უნდა შეივსოს მხოლოდ „კონტრაქტორის მომსახურების“ და  „კონტრაქტორის მასალის ველები“,რომელიც მითითებულია ყველა პოზიციის გასწვრივ. ველები სადაც მითითებულია „GWP”, ტენდერში მონაწილის მიერ არ ივსება, რადგან მოცემულ მასალას კონტრაქტორს სრულად მიაწვიდს დამკვეთი.

სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • სამუშაოს შესრულების/ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს დღე-ღამის განმავლობაში, მთელი თბილისის მასშტაბით (ზედა ზონების ჩათვლით).

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.

შენიშვნა: საგარანტიო ვადის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი „შემსრულებლის“ მიერ გამოსწორებული უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „დამკვეთის“ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში სხვა ვადაა მითითებული. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფარული სამუშაოების აქტის, ფორმა 3-ის და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფარული სამუშაოების აქტი ან/და ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია; (დანართი N6)

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის და ხარისხის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველჰყოფის გარანტია 5,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.ასევე შემსრულებელმა ამავე ვადაში უნდა წარმოადგინოს ხარისხის გარანტია, რომელიც განისაზღვრება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.

შენიშნვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N7-ში მოცემული არსებითი პირობების დაცვით

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა დანართი N4 (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი, დანართი N2, დანართი N3,დანართი N4, დანართი N5,დანართი N6, ,დანართი N7

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.10 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 4 თებერვალი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ლელა გაგუა
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: lgagua@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1451); 597 92 41 60

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

სატენდერო დოკუმენტაცია

ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულების პროექტი
ხარჯთაღიცხვები ხარჯთაღიცხვები
სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
ნახაზები ნახაზები
დანართი N7-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N7-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
დანართი N6 ხარჯთაღრიცხვები დანართი N6 ხარჯთაღრიცხვები
დანართი N5 საშემსრულებლო დოკუმენტაცია დანართი N5 საშემსრულებლო დოკუმენტაცია
დანართი N4 ბიზნეს ცენტრის კაპიტალური შეკეთებები დანართი N4 ბიზნეს ცენტრის კაპიტალური შეკეთებები
დანართი N3 ბიზნეს ცენტრის კაპიტალური შეკეთებები დანართი N3 ბიზნეს ცენტრის კაპიტალური შეკეთებები
დანართი N2 კონტრაქტორის მართვის გეგმა დანართი N2 კონტრაქტორის მართვის გეგმა
დანართი N1 სავარაუდო რაოდენობები და დამკვეთის ფასები (ნაკრები) დანართი N1 სავარაუდო რაოდენობები და დამკვეთის ფასები (ნაკრები)
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა