ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2022, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T11826 - ტენდერი ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხნიდან ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რუსთავის ქარხნის მიმართულებით და პირიქით ნედლეულის ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხნიდან ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რუსთავის ქარხნის მიმართულებით და პირიქით ნედლეულის ტრანსპორტირებაზე: 

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ლოგისტიკის დეპარტამენტისა და კასპისა და რუსთავის ქარხნების მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი რაოდენობის ნედლეულის ტრანსპორტირება
  • ავტომობილები უნდა დაიტვირთონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტომობილების ტვირთამწეობის შესაბამისად. 
  • სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით.  ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების (გამწევისა და მისაბმელის) ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით, დამქირავებლის მიერ მოთხოვნილ შესაბამის ჯიპიეს კომპანიაში. 
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1(ერთი) მილიონიანი წლიური საბანკო ბრუნვა. (შესაბამისი წერილი მომსახურე ბანკიდან უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ იტოვებს უფლებას მოითხოვს, გადასაზიდი წილის, შესაბამის საბანკო გარანტია, სავალდებულო გადასაზიდ რაოდენობაზე.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება

გამართული მუხრუჭები.

  • გამართული თვითმცლელი სისტემა

აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ. 

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.

მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში 

წარმოადგინეთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).

წარმოადგინეთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი, სადაც გამწევი და მისაბმელი მკაფიოდ ჩანს (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).

აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში. 

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში გადასაზიდი რაოდენობა გადანაწილდება თვეებზე და გადაზიდვა მოხდება მოთხოვნის შესაბამისად. წლიური საშუალო/სავარაუდო რაოდენობა შეადგენს ?? ათას ტონას. 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 

  • ,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხანა - ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რუსთავის ქარხანა,  1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)
  • ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რუსთავის ქარხანა - ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ქარხანა,  1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე)

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებ საიტზე https://easysupply.bravosolution.com/ რეგისტრაციის შემდეგ თქვენი კომპანიის მონაცემები გთხოვთ გადაგზავნოთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას. ვინც უკვე დარეგისტრირებულია გთხოვთ, მოიწეროთ რომ სურვილი გაქვთ ტენდერში მონაწილეობის მიღების.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დოკუმენტაცია