ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11855 - ტენდერი ლაზერული აბლაციის აპარატი (ექო ლაზერი) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სსევექსის ჰოსპიტლები“,

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 26 იანვარის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება: 18 იანვარი 2022
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 26 იანვარი 2022
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 4 თებრვალი 2022
  • ხელშეკრულების გაფორმება: 11 თებერვალი 2022

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესასყიდი საქონელი: სამედიცინო აღჭურვილობა. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპარატურის მიწოდება და მონტაჟი.
  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1-ში.
  • ლაზერი და ექო თავსებადი უნდა იყოს ერთმანეთთან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 26 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი 1 დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი 1
დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება (2) დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება (2)
დანართი 4 - აფიდატ დანართი 4 - აფიდატ
დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი 1 დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი 1
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ
სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი 1 სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი 1
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა