ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1191 - ტენდერი ბრენდირებული ყელსახვევის, ჰალსტუხისა და ბეიჯის დამზადება/შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებული ყელსახვევი, ჰალსტუხი და ბეიჯის დამზადება/შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
  • ლიცენზია/ნებართვა,სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 21 მარტი, 17:00 საათი. 
ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ბრენდირებული ყელსახვევი, ჰალსტუხი და ბეიჯის შეძენაზე).

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

  • ყელსახვევი და ჰალსტუხი უნდა იყოს ბრენდირებული (იხ. ნიმუში თან დართულ ფოტოზე)
  • ბეიჯის ნიმუში იხ. თან დართულ ფოტოზე
  • დამზადებული პროდუქციის ნიმუში იხილეთ ჭავჭავაძის გამზ. #74-ში (ნიმუშის სანახავად დაუკავშირდით რუსუდან ქლიბაძეს ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე)

დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ:

რუსუდან ქლიბაძე
ტელ: 599 14 52 48
ელ. ფოსტა: rusudan.klibadze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ