ჩაბარების ვადა:
        
    31 იანვარი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11914 - ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 31 იანვარი 2022 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართებზე:
 - ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N 74, სს „ლიბერთი ბანკი“-ის სათავო შენობა;
 - ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, ბანკის აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი;
 - ქ. სამტრედიაში მდებარე ბანკის გამანაწილებელ პუნქტში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე;
 - საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. გეგმიური მიწოდება უნდა განხორციელდეს 3.1 პუნქტში მითითებულ მისამართებზე;
 
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები:
- გრამაჟი (გრ/მ2) - არანაკლებ 75 გრ;
 - სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწიებით) - არანაკლებ 142%;
 - გაუმჭირვალობა - არანაკლებ 92%;
 - სიკაშკაშე – არანაკლებ 88%;
 - შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500;
 - ფორმატი -A4;
 - ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისთვის, ჭავლური პრინტერებისთვის, ასლგადამღები აპარატებისთვის და ორმხრივი ბეჭდვისთვის.
 
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“.
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 იანვარი, 17:00 საათი.
 - პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
 - ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: 
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, 
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
 - 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები