ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1193 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საწვავის კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის.

კომპანიების ჩამონათვალი:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
  • შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“;
  • შპს „ნეოგაზი“
  • შპს „გლობალ ტრანსი“

საწვავის დაგეგმილი მოხმარება 2016 წელს კომპანიების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ დართულ ფაილში.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • საერთო ფინანსური წინადადება ყველა ჩამოთვლილი კომპანიისთვის;
  • ინფორმაცია ავტო გასამართი სადგურების შესახებ. (რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება)

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტის 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591931010, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა.

წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ