ჩაბარების ვადა:
        
    4 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11933 - ტენდერი პლასტიკური ბარათების და ლიფლეტების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 4 თებერვალი 2022 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების და ლიფლეტების შესყიდვაზე.
| საქონლის დასახელება/აღწერა | წლიური რაოდენობა | 
 ერთეულის ფასი დღგ-ეს ჩათვლით  | 
 ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით)  | 
 მიწოდების ვადები  | 
| 
 პლასტიკური ბარათი, შტრიხკოდით  | 
150 | |||
| 
 პლასტიკური ბარათის ჩასადები/ლიფლეტი  | 
150 | 
პროდუქტის აღწერილობა:
- ბარათის მასალა – პლასტიკი;
 - ბარათის ზომა – სტანდარტული;
 - ფერი- მწვანე (იხ. მიმაგრებულ ფაილი #1);
 - ბარათის ზედაპირი - პრიალა;
 - დამატებითი დეტალი - ბარკოდი თორმეტნიშნა(მოგაწვდით ექსელის ფაილს თითოეული ბარათისთვის);
 - ბარათის ჩასადების მასალა - ცარცის ქაღალდი;
 - ქაღალდის გრამაჟი - 250;
 - პლასტიკური ბარათის მიმაგრება სილიკონის წვეთით;
 - წითელი პერფორაციის ხაზი მონიშნულია შუაში. (იხ. მიმაგრებული ფაილი);
 
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
 - მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება(ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);
 
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
 - გადახდის პირობა: მიწოდებიდან 14 დღე;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, 1 თვეში ერთხელ (10 000-20 000 ცალი);
 - მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად;
 - წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
 - ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით;
 - დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
 
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
 - 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა