31 იანვარი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11934 - ტენდერი ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა |
ერთჯერადი შესყიდვის რაოდენობა (ცალი) |
ღირებულება |
ხელის სადეზინფექციო ხსნარი 5ლ - სპირტით |
360 |
გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტები: „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოკუმენტაცია გამოყენების სფეროს, მოხმარების ინსტრუქციისა და შემადგენლობის შესახებ;
მიწოდება ორ ლოკაციაზე: თბილისი (აღმაშენებლის ხეივანი მე6 კმ) – 300 ცალი, ქუთაისი (ორახელაშვილის ქ. #14) – 60 ცალი
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება შემდეგი პრინციპით:
- ღირებულება უნდა მიეთითოს მოცემულ ცხრილში;
- მეორე ეტაპი: ნიმუშების მოწოდება;
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, 1 თვეში ერთხელ;
- მოწოდების ვადა უნდა იყოს შეკვეთიდან 3 დღე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები