31 იანვარი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11935 - ტენდერი ლატექსის ხელთათმანის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ლატექსის ხელთათმანის შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა |
ერთჯერადი შესყიდვის რაოდენობა (ცალი) |
ღირებულება |
ლატექსის ხელთათმანი |
100 000 |
პროდუქტის აღწერილობა:
- მასალა – ლატექსი, უპუდრო/ნახევრად პუდრიანი
- ზომა – Medium
- რაოდენობა (ერთი შეკვეთა) – 100 000 ცალი
- მუყაოს შეფუთვა
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- გადახდის პირობა: მიწოდებიდან 14 დღე;
- მიწოდება სათაო ოფისში. ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. #39/41
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება შემდეგი პრინციპით:
ღირებულება უნდა მიეთითოს მოცემულ ცხრილში;
მეორე ეტაპი: ნიმუშის მოწოდება;
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, 1 თვეში ერთხელ;
- მოწოდების ვადა შეკვეთიდან 3 დღე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები