
ჩაბარების ვადა:
14 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1196 - ტენდერი ბილბორდების სარეაბილიტაციო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბილბორდების სარეაბილიტაციო მომსახურებაზე.
საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - ფასი უნდა მოიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 1 წლით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 მარტიდან – 2016 წლის 14 მარტის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი შესყიდვის ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
- დამატებით ინფორმაციისთვის ტენდერის დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით ინა სიხარულიძეს:
ტელ: +995 (32) 2444121
მობ: +995 (595) 599030
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=553&lang=geo