ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2014, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T121 - ოფთალმოლოგიური აპარატების შესყიდვის ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ოფთალმოლოგიური აპარატების შესყიდვის თაობაზე

  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ერთ, რამდენიმე ან სატენდერო განცხადებაში მითითებულ ყველა აპარატზე
  • შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში No1.1. დანართში No1.2. და დანართში N. 1.3
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში N. 2
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N. 27/ბ


დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად (დანართი #1.1. დანართი #1.2. და დანართი 1.3)
  • შესასრულებელი სამუშაოების/მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც
  • ღირებულების გადახდის პირობა
  • მიწოდების/შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეს)
  • საგარანტიო პირობები, ვადა. (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები)
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა
  • აპარატის პროსპექტი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული სახით, დისკზე ჩაწერილი


შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების/საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა/საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგ საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის (აპარატების) სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები დანართის #1.1. დანართის #1.2. და დანართის #1.3 სახით. დანართი #1.1. დანართი #1.2. და დანართი #1.3 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული სახით დისკზე ჩაწერილი – „ექსელის“ ფორმატში
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით


დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ


დამკვეთის/მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ამობეჭდილი ვერსია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), ხოლო ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2014 წლის 10 ივნისიდან 2014 წლის 18 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა), ხოლო 2014 წლის 18 ივნისს 16:00 საათამდე.

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 18 ივნისს 16:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ # 148/2 , „ავერსი“.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების
სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ