ჩაბარების ვადა:
18 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12171 - ტენდერი ფერადი ფურცლების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ფერადი ფურცლების შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
გთხოვთ, შემოთავაზება მოგვაწოდეთ 2 სხვადასხვა ვარიანტის შემთხვევაში:
სტამბაში დაბეჭდილი ქაღალდი
- ზომა: A4
- ბეჭდვა : ორმხრივად დაფონილი 1/1, პანტონის კოდის მიხედვით
- ფერების რაოდენობა: ნარინჯისფერი და ყვითელი (შესაძლოა ფერები შეიცვალოს მოთხოვნის მიხედვით)
- ქაღალდის სისქე: 100 გრ-იანი ოფსეტი
- ყოველთვიური შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა:
ყვითელი - 55 000 ფურცელი
ნარინჯისფერი - 40 000 ფურცელი
- მოწოდება უნდა მოხდეს 200 ცალიან შეკვრებად
საკანცელარიო ფერადი ქაღალდი
- ზომა: A4
- ქაღალდის სისქე: 80 გრ
- მიმდინარე მწარმოებელი და ფერების კოდები (შემოთავაზება მიიღება სხვა მწარმოებლის ქაღალდებზეც) :
ნარინჯისფერი - SPECTRA Color Safron IT 240
ყვითელი - SPECTRA Color Lemon IT 210
- ყოველთვიური შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა:
ყვითელი - 55 000 ფურცელი
ნარინჯისფერი - 40 000 ფურცელი
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;
- ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერვალი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები