25 ივნისი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT122 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე - კახეთი, აჭარა
ასოციაცია "CENN" აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე კახეთისა და აჭარის რეგიონში.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- ორგანიზაციის სტუმრების სასტუმრო ოთახებით უზრუნველყოფა
- ორგანიზაციის სტუმრების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა სასტუმროში ყოფნის პერიოდში
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა
გადახდის ფორმა: ყოველთვიური ინვოისის საფუძველზე (გაწეული მომსახურების მიხედვით).
შენიშვნა: სასტუმროს მომსახურება გულისხმობს შემდგომში დადებული კონტრაქტის საფუძველზე დათქმულ ვადებში ხანგრძლივ თანამშრომლობას.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება
- პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთანაც თანამშრომლობს ტენდერში მონაწილე კომპანია
- ცნობას სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 25 ივნისამდე, ასოციაცია "CENN"-ის ოფისში, შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კახა ჭინჭარაული
CENN
T +995 32 275 1903/04
F +995 32 275 1905
M +995 99 16 1697
kakha.chincharauli@cenn.org
www.cenn.org