1 მარტი 2022, 16:50
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T12288 - ტენდერი ავტომობილის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ავტომობილი - ფურგუნი | 4 |
ძირითადი მოთხოვნები: ძარის ტიპი: ფურგუნი, უკან დახურული, შუშების გარეშე. (გადაღობვა სამგზავრო და სატვირთო არეს შორის)
- ძრავი: 1.3 მ3 ან მეტი, (დიზელი) 1.3-2 მ3 (ბენზინი)
- საწვავის ტიპი: სასურველია დიზელი
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური
- ტვირთამწეობა: 500 კგ-დან ზევით
- კარის განლაგება: უკან
- ფერი: თეთრი (სასურველია)
- გაბარიტები: სიგრძე არაუმეტეს 4.5 მ.
- საჭის მდებარეობა: მარცხენა
დამატებითი მოთხოვნები:
- კონდიციონერი: სავალდებულოა
- ცენტრალური საკეტი: სავალდებულოა
- სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა): 1 კომპლექტი
- წინა და უკანა პარკინგ სენსორები: სავალდებულოა
- უკანა ხედვის კამერა მონიტორით: სავალდებულოა
- გარანტია: 5 წელი ულიმიტო ან 150000 კმ.
ავტომობილის საგარანტიო პერიოდიში საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასთა ცხრილი იხილეთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნები:
- მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 1 მარტი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ევრო;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები