4 მარტი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12293 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.
1 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:
საწვავის ტიპი | ლიტრი |
პრემიუმი პლასტიკურით | 60,000 |
პრემიუმი ტალონებით | 10,000 |
ევრო დიზელი პლასტიკურით | 6000 |
ევრო დიზელი ტალონებით | 4000 |
აუცილებელი მოთხოვნა:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალს და ლოკაციებს;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი საწვავით უზრუნველყოფაზე “
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 მარტი (18:00 სთ-მდე).
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Lasha.Chanturidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი