
30 მარტი 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT12552 - ტენდერი მასალების შესყიდვასა და მიწოდებაზე სარკინიგზო მეურნეობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანის მიზნით
- გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 მარტი 2022 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს მასალების შესყიდვასა და მიწოდებაზე სარკინიგზო მეურნეობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ვაგონების უსაფრთხო მოძრაობის პირობებს.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ტენდერში მონაწილეობის განაცხადი
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
- პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
- წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
- გადახდის ფორმა
- ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს. - პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების /მომსახურებისტექნიკურიდავალება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული ტენდერის გამოცხადების თარიღიდან
- ცნობა დღგ-სგადამხდელადრეგისტრაციისშესახებ
- ცნობადავალიანებისშესახებ
- ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 23.03.2022.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 30.03.2022 , 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
გამარჯობათ რამდენად რეალურია თქვენს მიერ სარკინიგზო მასალების შესყიდვაზე გამოცხადებული დენდერი? უკვე მეოთხედ აცხადებთ და გიწერიათ რო გინდათ შესყიდვა მოკლე დროში რაღაც თამაშს უფრო გავს.