6 აპრილი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12600 - ტენდერი ექსპერტი/მშენებელი (სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი)
ტენდერის აღწერილობა:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ექსპერტი/მშენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ადაპტირებული შენობის აშენებას და შიდა მოპირკეთებას.
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 28.03.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 06.04.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 13.04.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 18.04.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 18.10.2022
ტექნიკური დავალების მიზანი:
- ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
კონკრეტული დავალება:
- კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:
- დანართი #1 - გენგეგმა;
- დანართი #2 - საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილი;
- დანართი #2.1-საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა;
- დანართი #3 - გეოლოგიური კვლევა;
- დანართი #3.1-გეოლოგიის ექსპერტიზა;
- დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები;
- დანართი #5-არქიტექტურული პროექტი;
- დანართი #6-ტოპოგრაფიული გეგმა;
- დანართი #7- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში;
- დანართი #8-გათბობა, კანალიზაცია. - სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შემდეგის ტიპის სამუშაოებს: - მოსამზადებელი სამუშაოები;
- დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;
- მიწის სამუშაოები;
- საკანალიზაციო სეპტიკის მოწყობა სპეციალური კომპანიის დაქირავებით და სპეციალისტის მეთვალყურეობით;
- ფუძის და საძირკვლის მოწყობა;
- ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე და ნულოვანი ნიშნულის ზემოთ;
- სახურავის მოწყობა;
- არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, მოპირკეთება; - ლოკალური, საერთო სარგებლობის საინჟინრო- ტექნიკური ქსელების მოწყობა (ელექტრო სისტემები, სუსტი დენები, სანტექნიკა);
- სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
- სამშენებლო ნარჩენების გატანა და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები.
სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემები (იურიდიული პირისთვის):
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერში არ უნდა ფიქსირდებოდეს ყადაღა, გირავნობა, იპოთეკა ან რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვა).
- ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ-მეხსიარებაში ჩაწერილი;
- ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
- სარეკომენდაციოწერილი,რომელიცგაცემულიუნდაიყოსტენდერისგამოცხადებისშემდგომ;
- სამუშაოთაგეგმა-გრაფიკიგაწერილითვეებისადათანხებისშესაბამისად;
- ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #9 და დანართი #10 შესაბამისად);
- ინფორმაციაშესასრულებელისამუშაოებისსაგარანტიოპირობებისშესახებ(მუხლი7.4);
- ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები
გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ; - ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7).
შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:
- შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- მსგავსი ტიპის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
- პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად) – 30 ქულა;
- მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.
განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;
ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი:
ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები