ჩაბარების ვადა:
15 აპრილი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12610 - ტენდერი 2800 კვ/მ მდე საერთო ფართის ეზოს პროექტირება და მოწყობაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. შესრულების ვადები: პროექტირების - 2022წ 15 მაისამდე.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი“ აცხადებს ტენდერს ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური მოწყობის პროექტირებაზე და შესრულებაზე შემდეგ მისამართზე: თბილისი , საგანგებო სიტუაციების (112) ცენტრალური ოფისის მიმდებარედ.
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ლარში ან აშშ დოლარში და უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ, ტრანსპორტირება, მონტაჟი, გამწვანების საგარანტიო პერიოდში მომსახურების ხარჯები);
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
- შესრულების ვადები: პროექტირების - 2022წ 15 მაისამდე. პროექტის შესრულების ვადა - 2022წ 31 დეკემბრამდე.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური მოწყობის პროექტის მომზადების ღირებულება;
- ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
- ანგარიშსწორების პირობები;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ (აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს ანალოგიური მასშტაბის სამუშაოების ჩატარების მინიმუმ 3 დადასტურებული და დასრულებული პროექტი ბოლო 3 წლის განმავლობაში);
- შესრულებული პროექტების ესკიზების და რეალური ფოტო მასალა;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
ტერიტორიის საკადასტრო კოდი: 01.10.18.009.107
ეზოს გეგმარების შესახებ იხ. მიბმულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 15 აპრილი, 18:00 სთ;
- სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ნებისმიერ დაკავშირებულ საკითხის შესახებ საკონტაქტო პირია:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
მობ: 557117111
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები