ჩაბარების ვადა:

7 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1276 - ფასთა გამოკითხვა ადმინისტრაციული შენობისთვის ლიფტის შესყიდვა-მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციული შენობისთვის ლიფტის შესყიდვა-მონტაჟის თაობაზე

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:

  • ტვირთამწეობა - 600 – 650 კგ;
  • გაჩერების რაოდენობა - 6;
  • სიჩქარე - 1-1.6 მ/წმ;
  • სართულის აღნიშვნები - P,1,2,3,4,5 (მონიტორით);
  • სიჩქარის რეგულირებით მართვადი - არ უნდა იგრძნობოდეს დაძვრა, გაჩერება;
  • კარი (900X2000) - ავტომატური, ტელესკოპური გაღებით;
  • კაბინა (1100X1400X2200) - უჟანგავი ფოლადის ფურცლებით მოპირკეთებული, უკანა მხარეს სარკით, იატაკი ბუნებრივი გრანიტით;
  • ლიფტში უნდა იყოს მონიტორი;
  • უნდა მოყვებოდეს სათადარიგო UPS.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციისა და მონტაჟის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები (ლიფტის დამონტაჟების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ივნისი).
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილის 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ