ჩაბარების ვადა:

14 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1279 - ტენდერი სამსახურეობრივი ზაფხულის სპეც.ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ მეორე ლოტის ჩაბარების თარიღი არის განსხვავებული პირველი ლოტისგან. 

ტენდერის აღწერილობა:

ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს სამსახურეობრივი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე.

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - სპეც. ტანსაცმელი კომპანია შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია - სთვის
    - პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე - ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, N2;
  • ლოტი N2 - სპეც. ტანსაცმელი კომპანია შპს საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი - სთვის;
    - პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე - ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა N13
    - დაინტერესებულმა პირმა ნიმუშების გაგზავნა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე უნდა უზრუნველყოს შემოთავაზების მიღების თარიღამდე 1 კვირით ადრე, რათა მოხდეს ნიმუშების ხარისხის შემოწმება. (პროდუქცია განკუთვნილია შახტაში მუშაობისთვის)

დასახელებები, რაოდენობები და სპეციფიკაციები თითოეული ლოტისთვის გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი:

  • პროდუქციის ნიმუში (ბრენდირების გარეშე);
  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული, საბანკო).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს:
         - ლოტი N1: 2016 წლის 14 აპრილის 17:00 სთ-მდე;
         - ლოტი N2: 2016 წლის 29 აპრილის 17:00 სთ-მდე;
  • მისამართი: გაზაფხულის ქ. #14
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 30%; ხარისხი - 30%; მიწოდების ვადა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 10%; გადახდის პირობები - 10%
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; 599 09 12 10, საკონტაქტო პირი: დავით ლორია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ